Background Image

მზიურში QUEEN-ის კონცერტის ჩვენება მოეწყობა

14:49 7 აგვისტო, 2018

11 აგვისტოს 20:30 საათიდან ღია ცის ქვეშ,  დიდ ეკრანზე, საუკეთესო ხმით,”ახალ მზიურში” QUEEN-ის კონცერტის ჩვენება გაიმართება.

ეს QUEEN-ის ერთ-ერთი საუკეთესო საკონცერტო ჩანაწერია. ფრედი ცეცხლს ანთებს და დანარჩენები ნავთს ასხამენ.

“თავიდან ბოლომდე ძალიან მაგარია. მეტი რამე დარწმუნება გჭირდებათ, რომ შაბათ საღამოს მზიურში გამოიაროთ, ცოტა მოწრუპოთ და მეგობრებთან ერთად Somebody to Love-ს აყვეთ?”- ამბობენ ახალ მზიურში

შეგახსენებთ, რომ “ახალი მზიური” მისულ სტუმრებს  სექტემბრის ბოლომდე, ყოველ შაბათს, 21:00 საათზე   მუსიკის ისტორიაში საუკეთესო კონცერტებს აჩვენებს.

პროექტის ფარგლებში, წელს უკვე მოეწყო Pink Floyd-ის, Nirvana-ს, Arctic Monkey-ს, Rammstein-ის Radiohead-ის და სხვ. კონცერტების ჩვენებები.

წელს  პროექტის წამყვანი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, მუსიკის კრიტიკოსი, ნიკო ნერგაძეა

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

X