მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები TripAdvisor-ის მიხედვით

TripAdvisor-მა ტურისტების გამოხმაურებებისა და შეფასებების მიხედვით შექმნილი საუკეთესო სასტუმროების ათეული დაასახელა.
პირველ ადგილზე კამბოჯაში მდებარე სასტუმრო Viroth’s Hotel გავიდა. აქ ერთი სტანდარტული ნომრის ღირებულება, 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს.
2. Tulemar Bungalows & Villas- კოსტა რიკას სანაპიროზე მდებარეობს. ამ სასტუმროში ნომერი საშუალოდ 280 $ ღირს.
3. Umaid Bhawan Palace Jodhpur- სასტუმრო ინდოეთის შტატ რაჯასტანის ქალაქ ჯოჯხპურში მდებარეობს და ნომრის ღირებულება 850 აშშ დოლარს შეადგენს.
4. Hanoi La Siesta Hotel & Spa- ვიეტნამში მდებარეობს. სტანდარტული ნომრის ღირებულება 100$ დან იწყება.
5. Gili Lankanfushi- მალდივის კუნძულებზე მდებარე სასტუმროა, სადაც ნომრები ცალკე მდგომი ვილების სახით არის ზღვის ნაპირზე განლაგებულები. ერთი დღე-ღამის ფასი საშუალოდ 2500$-ია.
6. Hotel Belvedere- იტალიაში, რიჩონეში მდებარეობს. სასტუმრო მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს და მისი დღიური ფასი საშუალოდ 200 აშშ დოლარია.
7. The Nantucket Hotel & Resort სასტუმრო ჰავაის კუნძულ ნანტაკეტის ცენტრში, ზღვის ნაპირთან ახლოს მდებარეობს. ნომრის ღირებულება 200$-დან იწყება.
8. La Reserve Paris – Hotel and Spa- პარიზში მდებარე ამ სასტუმროს დახვეწილი და ელეგანტური ნომრის ფასი 1200$-დან იწყება.
9. Nayara Springs- კოსტა რიკა. სასტუმროს ნომრები მწვანე ჯუნგლებით არის გარშემოტყმული.
10. Hanoi La Siesta Hotel Trendy- ვიეტნამი. ნომრის ღირებულება 95$-დან იწყება.