Background Image

მუსიკალური ფესტივალი Summer Set-ი 27 ივლისს გაიმართება

14:48 24 ივლისი, 2018

მუსიკალური ფესტივალი “Summer Set”-ის საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსენელის წინაშე წარსდგებიან Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal-ი. 

ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება.

ფესტივალის ახალი მოდელის კონცეფცია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობას და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს.

Summer Set ცნობილი მუსიკოსების გარდა სცენას დამწყებ არტისტებსაც უთმობს. ასამდე სხვადასხვა ჯგუფის, პროდიუსერის თუ დიჯეიდან, სამს მიეცემა საშუალება საკუთარი თავი ფესტივალის სტუმრებს წარუდგინოს. Summer Set-ზე მოსულ მელომანებს ასევე დახვდებიან დამწყები მუსიკოსები.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Summer Set-ი ხელს შეუწყობს მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზებას, მოიზიდავს ტურისტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

 

 

 

კომენტარები

X