Background Image

მხოლოდ ორგანული კერძები და სასმელები – „ორგანიკ ჯოსპერ ბარისგან“

15:08 28 მაისი, 2018

მათთვის ვინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანულ საკვებსა და სასმელს, myrest.ge-მ იდეალური ადგილი აღმოაჩინა. „ორგანიკ ჯოსპერ ბარი“ უკვე 5 წელია, გთავაზობთ მხოლოდ ქართულ, ორგანულ პროდუქციას. მათ კონცეფციასა და ფასებზე დეტალურად მენეჯერი, ტამი ჯავახია გვესაუბრა.

„ჩვენი მთავარი მიზანია სტურებს მხოლოდ და მხოლოდ ბიო პროდუქტი და სასმელები შევთავაზოთ. აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული, ქვევრის 16 სახეობის ბიო ღვინო, რომელთა 1 ჭიქის ფასიც  14-21 ლარის ფარგლებში მერყეობს. ყველაფერი მზადდება სპეციალურად ჩვენთვის შექმნილ ხის ნახშირის ღუმელში.

რაც შეეხება ექსკლუზიურ კერძებს, მხოლოდ  „ორგანიკ ჯოსპერ კაფეში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კარამელიზირებული გოგრა თხის ყველით, ლავანდას კრემ ბრულე, ჯოსპერ სალათი და უამრავი საავტორო კერძი, გარდა ამისა აქ გელოდებათ სტეიკების მრავალფეროვანი მენიუ, რომელთა ფასიც 7 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს.

ინტერიერი სრულიად ხელნაკეთია, მომსახურე პერსონალის მიერ, ჩვენ ვმუშაობდით რემონტზეც, მაგიდებზე, სკამებზეც და სრულიად ყველაფერზე რაც, „ორგანიკ ჯოსპერ ბარში“ დაგხვდებათ. აქ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენთან მოსულ სტუმრებს“.

„ორგანიკ ჯოსპერ ბარი“ 2 ვერანდასა და დარბაზს მოიცავს, ის შარდენის 4 ნომერში მდებარეობს, რომლის მეორე მისამართიც ბამბის რიგის 12 ნომერია და ყოველდღე 11:00-დან 23:00 საათამდე გიმასპინძლებენ.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X