Background Image

პირველად საქართველოში – ეტიკეტი ბრაილის შრიფტით

11:16 9 თებერვალი, 2018

საქართველოში პირველად ჩამოასხეს ღვინო, რომლის ბოთლზეც ინფორმაცია ბრაილის შრიფტით არის დატანილი.

ღვინო კომპანია „ნავაზელმა“ ჩამოასხა, ბრაილის შრიფტით ეტიკეტის დამზადების ინიციატივა კი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფელს“ ეკუთვნის. „ნავაზელის“ დამფუძნებლის გურამ მეგრელიშვილის თქმით, საქართველო პოსტსაჭოთა ქვეყნებს შორის პირველია, სადაც ასეთი ღვინო გამოვიდა, მსოფლიოში კი ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით ღვინის ჩამოსხმის რამდენიმე პრეცედენტი არსებობს.

„მომხმარებელს, რომელსაც მხედველობა შეზღუდული აქვს, ბრაილის შრიფტის საშუალებით შესაძლებლობა ექნება თავად გაეცნოს ინფორმაციას ღვინის შესახებ – როგორ არის დაყენებული, რა ჯიშის ყურძენია და სად არის მოყვანილი, რომელ კერძთან უნდა მივირთვათ ის“, – ამბობს გურამ მეგრელიშვილი.

კომპანია „ნავაზელმა“ საწყის ეტაპზე 880 ბოთლი ბრაილის შრიფტიანი ღვინო ჩამოასხა. ბოთლის ფასი დაახლოებით 19 ლარი იქნება.

 

allwines.ge

კომენტარები

X