Background Image

პირველი ფიტნეს კვების ობიექტი თბილისში, სადაც საკვებს დათვლილი კალორიებით შემოგთავაზებენ

12:16 4 მაისი, 2018

მათთვის ვინც დაინტერესებულია ჯანსაღი ცხოვრების წესით და აქტიურადაა ჩართული სხეულის გაჯანსაღებასა, თუ სასურველი ფორმების მიღებაში, სასიამოვნო სიახლეა.

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას დახარჯული კალორიების აღდგენას, სწორი და ჯანსაღი კვება ესაჭიროება.

კვების ობიექტი, „ფიტნეს კვების ლაბორატორია“ მომხმარებლებს, ჯანსაღ და კალორიებით დათვლილ საკვებს სთავაზობს, სადაც თქვენი გემოვნების მიხედვით შეძლებთ დახარჯული ენერგიების აღდგენას.

როგორც კაფეში myrest.ge-ს განუცხადეს, მსგავსი ტიპის კვების ობიექტი საქართველოში პირველია და ანალოგი არ აქვს. მრავალფეროვანი კერძები გათვლილია როგორც წონის კლების, აგრეთვე მომატებისა და შენარჩუნების მსურველთათვის.

გარდა ამისა, ჯანსაღი საკვების მიღება მომხმარებლებს, ონლაინ საიტების მეშვეობითაც შეუძლიათ.

კაფე ხოშარაულის ქუჩის 29 ნომერში, სავაჭრო ცენტრ „აშენდის“  A ბლოკის, 17-ე პავილიონში მდებარეობს და 11-დან, საღამოს 8 საათამდე მუშაობს. ფასები კი 8 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

კომენტარები

X