Background Image

„ღვინის ქურდები“ – მომგებიანი პროექტი, მცირე მარნებისთვის

13:57 11 ივნისი, 2018

2 წლის წინ  რიგითი თბილისელების მიერ, პროექტ, „ღვინის ქურდებს“ ჩაეყარა საფუძველი. რას გულისხმობს ეს პროექტი და როგორია მათი კონცეფცია, დეტალურად იდეის ერთ-ერთი ავტორი, ზაზა ასათიანი გვესაუბრა.

„ჩვენი მთავარი მიზანი, იმ მცირე მარნების პოპულარიცაზიაა, სადაც საოცარი ღვინოები იწარმოება, თუმცა ბაზარზე არ გამოდის. ქართული ოჯახური ღვინის საუკეთესო ნაწილი, სამწუხაროდ მომხმარებლამდე ვერ აღწევს, რადგან გლეხებს არა აქვთ საშუალება, საკუთარი ღვინო აწარმოონ, სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოებს ბოთლში ვასხამთ, ვუკეთებთ შესაბამის ეტიკეტს, შეფუთვას და გაგვაქვს საზღვარგარეთ.

ამით ვაცნობთ მსოფლიოს როგორც კონკრეტულ მეღვინეებს, ისე ღვინის სახეობებს. ჩვენს მიერ წარმოებულ ღვინის ეტიკეტზე, ყოველთვის არის მითითებული ღვინის მწარმოებელი და სოფელი. „ღვინის ქურდების“ მიერ წარმოებული ღვინო, საქართველოში მცირე რაოდენობით იყიდება, რადგან მთავარი აქცენტი გადატანილია ექსპორტზე. ამ ეტაპზე.

მთავარ საექსპორტო ბაზარს, ამერიკა და საფრანგეთი წარმოადგენს.

რაც შეეხება სახელწოდებას, ქართველი მწერლის, შიო არაგვისპირელის ნაწარმოებიდან გამომდინარეობს, ჩვენს ასე რომ ვთქვათ „ვიპარავთ“ ღვინოს, რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით და ვახდენთ მის პოპულარიზაციას. ღვინის შერჩევას კი წინ უძღვის დეგუსტაცია და ლაბორატორიული შემოწმება, რომელსაც ღვინის ექსპერტი და იდეის ერთ-ერთი ავტორი ახდენს.

როდესაც ვხვდებით, რომ ღვინო სრულფასოვანია, მას შემდეგ ხდება მისი წარმოება. უპირატესობას ვანიჭებთ ბუნებრი, ეკოლოგიურად სუფთა და იშვიათი ჯიშისგან დამზადებულ ღვინოს. რაც შეეხება ფასებს, უცხოურ ბაზარზე, 30 $-დან იწყება, რადგან ღვინის ხარისხი არ გვაძლევს ფასის დაწევის საშუალებას“.

 

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X