Background Image

,,ეკოტურიზმი პირდაპირ კავშირშია რეგიონებისა და სოფლების ეკონომიკურ შემოსავალთან”

11:15 23 ივნისი, 2018

რადიო კომერსანტის  „მწვანე გადაცემაში“ 28 მაისს, მთავარი თემა საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას იყო, საქართველოში ეკოტურიზმის მნიშვნელობასა და პოპულარობაზე, ტურების მენეჯერმა და ტურიზმის ექსპერტმა ტატო ჩახნაშვილმა  ისაუბრა.

„საქართველო, რომ ტურისტული ქვეყანაა და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკაში, ეს დიდი ხანია ვიცით. გვაქვს მრავალფეროვანი ტურიზმის საოცარი პოტენციალი. მაგალითად ჯგუფური ტურები, ეკო ტურები, ექსტრემ ტურები და ა.შ.  ეკოტურიზმის კუთხით ქვეყანაში ძირითადად ევროპიდან შემოდიან ევროპიდან.

განსაკუთრებით  ინტერესდებიან ყაზბეგით, თუშეთით, ხევსურეთით, სვანეთით, ბორჯომითა და მთიანი აჭარით, რადგან აქ შესაძლებელია ლაშქრობა, კარვების მოწყობა და ულამაზესი ხედების დათვალიერება. ეკო ტურიზმი ყველაზე შემოსავლიანია ამ დარგში, რადგან ეკო ტურისტი ყველაზე დიდხანს რჩება ქვეყანაში და შესაბამისად ეკონომიკური თვალსაზრისით.”

,,გარდა უცხოელებისა, ადგილობრივებიც ინტერესდებიან ეკო ტურიზმით, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც სურთ უკეთ შეიცნონ საკუთარი ქვეყანა. ტურიზმი რომელიც უცხოეთიდან ჩამოდის, მიმართავს ტურისტულ სააგენტოებს, ადგილობრივები კი საკუთარი ძალით ახდენენ ქვეყნის მონახულებას. შესაბამისად საქართველოს ბევრ დაცულ ტერიტორიას სჭირდება ინფრასტურქტურული გავითარება” – განაცხადა ტატო ჩახნაშვილმა.

ამავე გადაცემაში, ეკოტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის ექსპერტმა და პროფესორმა მარინა მეტრეველმაც, ისაუბრა.

„მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეკო ტურისტები ხარჯავენ ბევრ ფულს,  ისინი არ გამოირჩევიან მაღალი ხარჯვის უნარით და არც ხანგრძლივი ვიზიტით, რადგან ისინი გადაადგილდებიან დაცულ ტერიტორიებზე და ნახულობენ ბუნების ძეგლებსა და ლანდშაფტებს, ეს არის მათი მოგზაურობის მიზანი, თუმცა შემიძლია გითხრათ როგორ გავზარდოთ მათი ვიზიტის ხანგრძლივობა.

დაცული ტერიტორიები იყოფა ორ ნაწილად, დაცულ ტერიოტორიებად და დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიოტორიებად, ამიტომ კანონითაა განსაზღვრული კონკრეტულ ტერიტორიაზე რა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაა შესაძლებელი. მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარება აუცილებელია, რადგან ის პირდაპი კავშირშია რეგიონებისა და სოფლების ეკონომიკურ შემოსავალთან.

უნდა მოეწყოს ტურისტული კომფორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგალიათად: კვების, განთავსების და გასართობი ობიექტები, ამაზე კი უნდა იზრუნოს გარემოს დაცვისა და სხვა კომპეტენტურმა სამინისტროებმა.

შესაბამისად მოხდება ადგილობრივების დასაქმებაც და ეკონომიკური წინსვლაც. ჩვენი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600000 ჰექტარზე მეტია, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 9%-ია და ამხელა ტერიტორიაზე აუცილებელია, რომ არსებობდეს მოგზაურებისთვის საჭირო პირობები “.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X