Background Image

რესტორანი ,,იმერული ეზო” 9 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე, კომენტარს აკეთებს

13:32 29 მაისი, 2018

ცხრა ადამიანი მოიწამლა ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოში“. მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ორ დღეში გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანი კლინიკაში ერთნაირი ჩივილით მივიდა და მოწამვლის მიზეზად, რესტორან „იმერული ეზოს“ კერძებს ასახელებდნენ.

Myrest.ge დაუკავშირდა რესტორნის ადმინისტრაციას და როგორც ადმინისტრატორმა იმედა ჯაჯანიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ.

„ჩვენ დანამდვილებით ვერც იმას გეტყვით რომ მოწამვლის ფაქტი შეუძლებელია და ვერც იმას, რომ ნამდვილად „იმერულ ეზოში“ მოიწამლნენ ის პიროვნებები. ამ ეტაპზე გამომძიებლები მუშაობენ და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

როგორც გაირკვა ყველა მოწამლულმა ჩვენი ხინკალი მიირთვა, რომელითაც, ასე რომ ვთქვათ, სახელი გვაქვს განთქმული. ხორცს ყოველდღიურად ვიღებთ და გამორიცხულია ფორმა 2-ის გარეშე მივიღოთ, ის აუცილებლად მოწმდება ექიმების მიერ. ჩვენი ყველა პროდუქტი ჯანსაღი და დაცულია. ნამდვილად ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს მოწამვლის მიზეზი“.- განმარტა იმედა ჯაჯანიძემ.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X