Background Image

როცა ძალიან გინდა იყო მეღვინე, ვერაფერი შეგაჩერებს – “მცურავი ვენახები” ტაილანდში

11:20 21 ივნისი, 2018

თუ ტაილანდში, სამუტ საქსონის პროვინციაში მოხვდებით, თქვენ აუცილებლად ნახავთ ,,მცურავ ვენახებს”

ვენახები პატარა, მართკუთხა კუნძულებზეა გაშენებული, რომლებიც ერთმანეთისგან არხებითაა გამოყოფილი.  ვენახის ერთი რიგიდან მეორეში გადასაადგილებლად წყლის გადაკვეთაა საჭირო.

ცნობილია რომ, სამუტ საქსონის ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია. ვაზის შესანარჩუნებლად, ყოველ წელს წვიმიან სეზონზე კუნძულებს გამაგრება სჭირდებათ, რათა ნიადაგი არ ჩამოიშალოს და ვაზი არ განადგურდეს.

რაც შეეხება მოსავლის აღებას. ყურძენს, ტრადიციულად ხელით კრეფენ. დაკრეფილი ყურძენი კი ღვინის ქარხნებში ნავებით მიაქვთ, რომლებიც ძალიან გავს ვენეციურ “გონდოლებს” .

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

 

 

 

 

მომზადებულია wanderwine.com – ის მიხედვით

კომენტარები

X