Background Image

რუსმა სპორტსმენმა, რომელსაც მაისურზე ,,დოპინგს არ ვიყენებ” ეწერა, დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

09:29 28 თებერვალი, 2018

რუსი სპორტსმენი, ნადეჟდა სერგეევა, რომელიც თავის ქვეყანას სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე წარადგენდა, ამაყად აცხადებდა, რომ ის დოპინგის წინააღმდეგი იყო და მაისურიც ეცვა, სლოგანით, “დოპინგს არ ვიყენებ”.

თუმცა მისი სიტყვები არც ისე მართალი აღმოჩნდა და სერგეევამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა.

რუსეთის ბობსლეის ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ზუბკოვმა, ამის შესახებ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, სერგეევას წამალზე რეცეპტი არ ჰქონია.

სერგეევამ და მისმა პარტნიორმა, ანასტასია კოჩერჟოვამ ოლიმპიადაზე მე-12 ადგილი მოიპოვეს. რუსმა სპორტსმენმა წინა ტესტირება 13 თებერვალს წარმატებით გაიარა, თუმცა 18 თებერვალს ჩატარებულმა ტესტმა აკრძალულ ნივთიერებაზე პოზიტიური შედეგი აჩვენა.

სწორედ დოპინგ-სკანდალის გამო, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთი შეზღუდული რაოდენობით, 168 სპორტსმენით, დაუშვეს. მათგან ერთ-ერთს, ალექსანდერ კრუსელნიცკის ბრინჯაოს მედალი ჩამოართვეს, რადგან სისხლში ასევე აკრძალული ნივთიერება, მელდონიუმი აღმოაჩნდა.

მელდონიუმი იშეემის საწინააღმდეგო მედიკამენტია, რომელიც გარდა დანიშნულებისამებრ მოქმედებისა, ხშირად პაციენტის გამძლეობას ამაღლებს. ამ გვერდითი მოვლენის გამო წამალს აქტიურად მოიხმარდნენ სპორტსმენები. 2016 წლის პირველი იანვრიდან მსოფლიო ანტი-დოპინგ სააგენტომ მელდონიუმი აკრძალულ პრეპარატთა სიაში შეიტანა.

2016 წელს, აკრძალული ნივთიერებების გამოყენების გამო, რუს სპორტსმენებს რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლაც აეკრძალათ. სპორტსმენების ნაწილმა კი მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით მიიღო

 

on.ge

კომენტარები

X