Background Image

საფულე, რომელიც აღარასოდეს დაგეკარგებათ – ბაზარზე GPS საფულე გამოჩნდება

13:26 27 ივნისი, 2018

ანა გელაშვილი და გოგა საათაშვილი მეოთხე კურსის სტუდენტები არიან, რომელთაც  საფულეების სტარტაპი, „ფული“ წამოიწყეს. გარდა ულამაზესი დიზაინისა, მათ საფულეებს ძალიან მალე, ინოვაციური სიახლე დაემატება. კონკრეტულად რა სიახლე იგეგმება, ამაზე დეტალურად ანა გელაშვილი გეტყვით.

„მე და გოგას ზოგადად ძალიან გვიყვარს საფულეები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ კუთხით საკუთარი ხაზი შეგვექმნა და თავად შეგვეკერა საყვარელი ნივთი, როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის. ჩვენი საფულეები ნამდვილ, ქართულს პროდუქციას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ქართული ტყავისგან მზადდება, შეკვეთიდან 3-4 დღეში.

გარდა ამისა, შეკვეთების შემთხვევაში, ვქმნით  მომხმარებლისთვის სასურველ ნებისმიერ დიზანს და ვურთვავთ ინდივიდუალურ დეტალებსაც, მაგ : ხელმოწერა, ინიციალები, სახელი და ა.შ. რაც შეეხება სიახლეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, სულ მალე გაყიდვაში ჩაეშვება საფულე, რომლის მოძებნაც არასოდეს გაგიჭირდებათ. კონკრეტულად, „ჯიპიეს“ საფულე, რომლის შეძენის დროსაც, თქვენ მობილურში გადმოიწერთ შესაბამის აპლიკაციას და დაუკავშირდებთ საფულეს.

მას ექნება ორი ფუნქცია, თუკი ტელეფონი და საფულე ერთმანეთისგან შორს იქნება, ორივე მოწყობილობა გამოსცემს სიგნალს „წრიპინის“ სახით, ამ ფუნქციით თქვენ არსად აღარ დაგრჩებათ მობილური ტელეფონი და მეორე ფუნქციით, თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციის მეშვეობით, მოძებნოთ თქვენი საფულე, ნებისმიერ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რომელიმე ფუნქციის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ მისი გაუქმებაც. სამომავლოდ ასევე გვინდა სტენდების ან მაღაზიის გახსნა, ამ ეტაპზე კი შეკვეთებს „ფეისბუქის“ საშუალებით ვიღებთ.“

„ფული“-ის პროდუქციის ნახვა და შეკვეთა, მათ „ფეისბუქ“ გვერდზე შეგიძლიათ, შეკვეთიდან ოთხ დღეში კი, ნივთს სასურველ ადგილას მოგიტანენ. საბარათეების ფასი 20, მამაკეცის საფულის 50, ხოლო ქალის საფულეების ფასი 80 ლარია. რაც შეეხება „ჯიპიეს“ საფულეს, მისი შეძენა 100 ლარად იქნება შესაძლებელი.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X