Background Image

მერამდენე ადგილზეა საქართველო მსოფლიოში, ღვინის ექსპორტით?

12:53 11 ივნისი, 2018

The World Factbook-ის თანახმად, საქართველოდან 2017 წელს 171 მილიონი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ამ მაჩვენებლით კი საქართველომ ღვინის ექპორტიორ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-20 ადგილი დაიკავა. ინფორმაციას Forbes – ის ქართული გამოცემა წერს.

ღვინის პირველი ექსპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია 10.3 მილიარდი დოლარით. ეორე ადგილზე იტალიაა 6.8 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე ესპანეთია 3.3 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება მსოფლიოში ღვინის წარმოების რაოდენობას, ამ მხრივ პირველი ადგილი ესპანეთს უჭირავს, რომელიც წელიწადში 4.8 მილიონი ტონა აწარმოა, მეორე ადგილზე იტალიაა 4.6 მილიონი ტონით. საქართველოს 22-ე ადგილი უჭირავს დაახლოებით 108 ათასი ტონა ღვინის წარმოებით.

 

 

კომენტარები

X