Background Image

სიახლე ქართულ ბაზარზე – თევზის ხინკალი, პელმენი და ბლინები

17:08 12 ივნისი, 2018

შპს „ახალი თევზი, ქართულ ბაზარზე ბრენდი „უმალი”- ს სახელით ახდენს თევზპროდუქტების წარმოებას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თევზის გადამამუშავებელი საწარმო „უმალი“, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

როგორც myrest.ge-მ გააკვია, ბრენდმა ბაზარზე სიახლე დანერგა, თევზის ხინკლის, პილმენისა და ბლინების სახით. დეტალურად მათ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, დირექტორს, დიტო წვერავას ვესაუბრეთ.

„ჩვენი საწარმო, ზუსტად ერთი წელია ახდენს ზღვის პროდუქტების წარმოებას. მისი სრული ფართი 1 ჰექტარს შეადგენს, ამ მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე კი, მას საქართველოში ანალოგი არ ყავს. ევროპული სტანდარტების მიხედვით, ჩვენი საწარმო თევზის გადამამუშავებელი, ყველაზე დიდი ქარხანაა ამიერკავკასიაში. „ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა, 50-მდე სახეობის თევზისა და ხიზილალის წარმოებას ახდენს, რომელთა 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის.

ჩვენს მიერ წარმოებულ, კალმახისა და ორაგულის ხიზილალას კი, ბაზარზე კონკურენტი არ ყავს, რადგან უცხოეთიდან, სხვა სახეობის ხიზილალა შემოდის. ჩვენი პროდუქციის გაყიდვების 10%-ს სწორედ ხიზილალა შეადგენს, ფასიც შედარებით ნაკლებია, უცხოეთიდან შემოტანილთან შედარებით, რადგან სხვა თევზის სახეობისგანაა გაკეთებული.

სამომავლოდ იგეგმება ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა და ასევე გვინდა დავიწყოთ სუშის წარმოებაც. რაც შეეხება სიახლეს, ჩვენს უკვე გვაქვს ქსელში თევზის ხინკალი, პილმენი და ბლინი. აღნიშნული პროდუქციის სატესტო ვარიანტი აპრილში ჩაეშვა გაყიდვაში, თუმცა ვინაიდან და რადგანაც საქართველოში თევზის კულტურა, არ არის მაღალ დონეზე, ქართველ მომხმარებელს უჭირს იმის აღქმა, რომ თევზის ხინკალიც და პილმენიც შეიძლება იყოს კარგი.

კიდევ გვაქვს ერთი სიახლე, თევზის ჩხირების სახით, რომელიც ასევე მალე ჩაეშვება გაყიდვაში. თვის ბოლოს შედგება ჩვენი ახალი პროდუქციის ოფიციალური პრეზენტაცია, აგვისტოდან კი, ბათუმსა და სხვა საკურორტო ქალაქებშიც გავიტანტ ჩვენს პროდუქტს.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X