Background Image

„სმაილი“ და „არაი თუმოროუ“ გაერთანებას გეგმავენ

12:02 10 ივლისი, 2018

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები  „ამერიტექსა“( არაი თუმოროუ) და შპს „სმაილი“ გაერთიანებას გეგმავენ.

კომერსანტი ამ თემაზე სასაუბროდ ბიზნესკომპანიებს დაუკავშირდა. თუმცა ბიზნესსუბიექტეს მოსალოდნელი შერწყმის შესახებ ჯერ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურთ.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, 2018 წლის 11 ივნისს, შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება შემოვიდა.

სააგენტომ შესაბამის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის დადგენის მიზნით, გამოითხოვა და დაამუშავა ინფორმაცია, როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან.

მიღებული მასალების შესწავლისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, სააგენტომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები დაადგინა და მოსალოდნელი კონცენტრაციის შედეგები შეაფასა.

მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად კონკურენციის სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო – შპს „ამერიტექისა“ და შპს „სმაილის“ როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ამერიტექის“ (არაი თუმოროუ) 100%-იანი წილის მფლობელი  სომხეთის მოქალაქე არმინე პეტროსიანია; „სმაილში“ 30%-იანი წილის მფლობელი – მზევინარ მახარაძეა,  19%-ს კი – დავით დოლიძე ფლობს. სმაილის საკონტროლო პაკეტი –  51%-ის შპს „ალბა კაპიტალის“ საკუღრებააამ კომპანიოს 100%-იანი წილის მფლობელი კი ალექსი ალექსიშვილია.

 

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები

X