Background Image

„სნაპ ფიტნესი” – აქ ნამდვილად მასაჟს გაგიკეთებენ

13:27 17 მაისი, 2018

მსოფლიო კლასის ფიტნესკლუბუ „სნაპ ფიტნესი“ უკვე 3 წელია უდავო ლიდერია ქართულ ბაზარზე. ამ ხნის განმავლობაში, მათ რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი ჰყოლიათ და ეს ყველაფერი მათ მომსახურების მაღალი დონითა და მუდმივი სიახლეებით მოახერხეს.

სწორედ ამიტომ  Myrest.ge  ინგა ხვიშტანს ესაუბრა.

„ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა და მათზე მორგებული სავარჯიშო პროგრამებია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენს მიერ წარმოდგენილი სიახლეები. ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო და სასურველი მომსახურება შემოვიტანოთ ჩვენს ფილიალებში. ამ ეტაპზე „სნეპ ფიტნესის“ ყაზბეგის ფილიალია სიახლებიით დატვირთული. დაგვემატა ფიტნესის ახალ ჯგუფი ,,Fitness Intensive Pro”, პროგრამის მიზანია ხანმოკლე დროში დაიკლოთ ზედმეტი წონა და მოიყვანოთ კუნთი ტონუსში, გახდეთ უფრო ენერგიული. ,,Fitness Intensive Pro” წარმოადგენს ძალისმიერ აერობიკის და კროსფიტის მიქსს.

ვარჯიში კვირაში სამჯერ ტარდება და ჯგუფი შედგება მინიმუმ ათი ადამიანისგან.  რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ისევ ყაზბეგის ფილიალში, დაგვემატა მასაჟის მომსახურება, იქნება ეს სამკურნალო, სარელაქსაციო, გასახდომი და ა.შ. ფასები სხვადასხვანაირი, მაგალითად გასახდომი მასაჟის ფასი ერთჯერადად 40 ლარი, ხოლო სარელაქსაციო მასაჟის ფასი 70 ლარია, იმ შემთხვევაში, თუ 10 პროცედურის აბონიმენტს შეიძენთ, 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს“.

როგორც ინგა ხვიშტანმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, „სნაპ ფიტნესის“ ორივე ფილიალი 2 დარბაზს მოიცავს და მსურველებს სხვადასხვა აბონიმენტებთან ერთად, 24 საათიან მომსახურეობასა და უახლესი „ტექნოჟიმის“ დანადგარებს სთავაზობენ. მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ტრენაჟორები და კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორები გელოდებათ.

რაც შეეხება ფასებს, 1 თვიანი ულიმიტო აბონიმენტის ფასი 119, 3 თვიანის 285, ხოლო 6 თვიანის 510 ლარია. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ 1 წლიანი აბონიმენტიც 950 ლარად. ნებისმიერი აბონიმენტის შეძენის შემხთვევაში, თქვენ ისარგებლებთ ჯგუფური ვარჯიშებით, ტრენაჟორებით, პილატესით, აერობიკით, კრივით, სპინინგით, პრესითა და ა.შ.

„სნეპ ფიტნესის“ ფილიალების ყაზბეგის 24 ნომერსა და ჭაჭავაძის 29 ნომერში მდებარეობს.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X