Background Image

სწორედ ამ მძიმე მეტალებით გაჯერებული ბოსტნეულით მარაგდება, თბილისი და რუსთავი

10:24 30 მაისი, 2018

ინფორმაციას ,,სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა” საკუთარ facebook გვერძე ავრცელებს.

,,ის მაინც ვიცოდეთ, მარნეულში მოწეული ბოსტნეულის სახლში შემოტანით, რა საწამლავით ვკვებავთ საკუთარი ოჯახის წევრებს.
ეს არის ოქროს მომპოვებელი რუსული კომპანია ,,RMJ-GOLD”-ის მიერ მძიმე მეტალებითა (ცეზიუმით) და ცეანიდის მჟავით მოწამლული მდინარე კაზრეთულას კალაპოტი.

საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა წამლავს დაბა კაზრეთის გარემოს, გაივლის მას, ჩაედინება მდინარე მაშავერაში, რომელიც უერთდება მდინარე ხრამს, ხრამით ირწყვება ბოლნის-მარნეულის ბოსტნები, მძიმე მეტალებით გაჯერებული ბოსტნეულით კი მარაგდება თბილისი და რუსთავი.

თუ ,,RMJ-GOLD”-ისა და ჩვენივე მთავრობის მიერ საყდრისის ნგრევა ეროვნული უბედურების ერთი, ხილული მხარეა, უხილავია ქართული მოსახლეობის ზურგს უკან, მისი ფიზიკური განადგურება, ეს კი ეროვნული კატასტროფაა.”

 

ის მაინც ვიცოდეთ, მარნეულში მოწეული ბოსტნეულის სახლში შემოტანით, რა საწამლავით ვკვებავთ საკუთარი ოჯახის წევრებს.ეს არის…

Posted by სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა on 2018 წლის 29 მაისი, სამშაბათი

კომენტარები

X