Background Image

ქართული ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

12:17 13 ივნისი, 2018

 საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 894.8 მლნ.

აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.1 მლნ. აშშ დოლარი (23.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 325.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 პროცენტი შეადგინა.

 

 

კომენტარები

X