Background Image

ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა – 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემები

10:53 10 აპრილი, 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით მეტია. სულ ექსპორტირებულია 40,47 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და ეს მაჩვენებელი 26%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. ექსპორტის მატებაა როგორც ევროპის, ასევე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებითაც: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ყაზახეთი, ჩეხეთი, ლატვია, გერმანია, უკრაინა, ესტონეთი, ისრაელი და სხვა.
საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი ჭაჭა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

კომენტარები

X