Background Image

ღვინის სპა-აბაზანები – „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მიერ საქართველოში დანერგილი სპა პროცედურა

13:12 21 აპრილი, 2018

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ღვინის მწარმოებელმა კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“-მ, საკუთარ შატოში ღვინის სპა გახსნა. სპა უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე უამრავ ტურისტსა და ადგილობრივს მოემსახურა. რას მოიცავს გამაჯანსაღებელი პროცედურა, რამდენად უსაფრთხოა და რისთვის არის კარგი? ამ და სხვა შეკითხვებზე myrest.ge-ს სპა ცენტრის მენეჯერმა, ილია დათუნაშვილმა უპასუხა.

„გამაჯანსაღებელი პროცედურა მასაჟს, საუნას, სკრაბით სხეულის დამუშავებას, ზეთოვან მასაჟებსა და ღვინის თერაპიას მოიცავს. წითელი ღვინო არბილებს კანს და ხდის გლუვს, თეთრ ღვინის პროცედურას კი კანის დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. ჩვენი სტუმრები უმეტესად ტურისტები არიან და აქვე ვთავაზოთ ტურისტულ მომსახურებასაც კახეთის რეგიონში. სპაში მოსულ სტუმრებს ასევე შეულიათ ღვინის ორთქლზე მომუშავე საუნით ისარგებლონ და მიიღონ ტალახების გამაჯანსაღებელი აბაზანები.  აქ ყოველთვის არის სასიამოვნო და წყნარი გარემო. ჩვენს მიერ დამზადებული სკრაბი, რომელიც ორგანიზმს მკვდარ უჯრედებს აცლის, ჩვენსავე ვენახში მოყვანილი ყურძნის წიპწისგან მზადდება და ხელს უშლის დაბერებას“.-აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ილია დათუნაშვილმა.

მისივე განმარტებით, ღვინის თერაპია 80 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება, რაც დამოკიდებულია სასურველ პროცედურებზე. რაც შეეხებაფასს, 150 ლარიდან 280 ლარამდე მერყეობს. მენეჯერის ინფორმაციით მათ მიერ დამზადებული საშუალებები არ იწვევს ალერგიას და ნებისმიერი ტიპის კანს ერგება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კოსმეტიკა არის ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტისგან შექმნილი ნაწარმი. მახარებს ის ფაქტიც, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ტურისტები სპეციალურად ჩვენთვის ჩამოსულან და კმაყოფილები ტოვებენ სპა ცენტრს. ყოველდღე, 10 საათიდან ვიღებთ სტუმრებს და გარდა სპა ცენტრისა, გვაქვს ასევე რესტორანი და სასტურო, რაც თავისთავად უფრო ამარტივებს ტურისტების მომსახურებას. შეუძლიათ მიიღონ ღვინის აბაზანები და დაისვენონ ჩვენს სასტუმროში, გვყავს გიდებიც და მძღოლიც, რითაც უზრუნველვყოფთ ტურისტების გადადგილებასა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას კახეთის რეგიონში“.

აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიურ ღვინის საწარმოს, მარანს, სასტუმროსა და რესტორანს. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს და პროდუქცია მსოფლიოს 25 ქვეყანაში გააქვს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

 

 

 

კომენტარები

X