Background Image

,,ყავის ლაბორატორია” თბილისში – ადგილი სადაც ბრაზილიიდან ან გვატემალადან ჩამოტანილი ყავას მიირთმევთ

11:00 25 მაისი, 2018

მათთვის ვისაც ნამდვილი ყავის გემო უყვარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არომატს,  myrest.ge-მ საოცარი ადგილი აღმოაჩინა. „ყავის ლაბორატორია“ 1 წელზე მეტია გთავაზობთ უნიკალურ და ექკლუზიურ ყავას, რომლის დაგემოვნების შემდეგაც, შეუძლებელია ეს ადგილი არ შეგიყვარდეს. ჩვენს მენეჯერს, თათია ზარქუას ვესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა, თუ რატომ უნდა ვეწვიოთ „ყავის ლაბორატორიას“

„ჩვენი მთავარი მისიაა მოვიტანოთ თქვენამდე საუკეთესო ხარისხის specialty ყავა, რომელიც ბოლო პერიოდის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულალური ყავაა მსოფლიოს მასშტაბით. გამორჩეული თვისების მქონე specialty ყავის გემო, დამოკიდებულია მის სწორ მოხალვასა და მომზადებაზე, რაზეც ჩვენი უნიკალური სახალავით ვახდენთ. მწვანე მარცვალი, ეს არის ახალი მიმართულება ყავის სამყაროში, რომელიც ჩამოგვაქვს ბრაზილიიდან, გვატემალადან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„ყავის ლაბორატორია“ დაარსდა იმისთვის, რომ შექმნას ტრადიციული ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო, მისი მომზადებისა და მოხმარების განსხვავებული კულტურა. ყავის არომათი ძალიან კომპლექსურია და დღემდე სხვადასხვა ჯიშის ყავის მარცვალში, აღმოცელია 1000-მდე არომატი. ამ არომატებში კი არის როგორც გემრიელი, ასევე არც თუ ისე გემრიელი და სწორედ ამ „არც თუ ისე“ გემრიელი მარცვლის გემოს დასაფარად, ხშირად ხდება მისი მუქად მოხალვა, რაც კიდევ უფრო ავსებს მის გემოსა და არომატს, ჩვენს შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროდ ხდება, რადგან ჩვენთვის უპირველესი და უკომპრომისოა ყავის მარცვლის შინაგანი თვისებები, ამიტომაც ყავას ვხალავთ საშუალო დონეზე, რის შედეგადაც ვიღებთ ორგანულ, ცოცხალ, არომატულ და დაბალანსებულ გემოს.

ჩვენთან სტუმრობისას, გარდა ყავის აქვე დაგემოვნებისა, შეგიძლიათ შეიძინოთ ყავა სახლითვისაც, ყავის მარცვლების ფასი 8-14 ლარის ფარგლებში მერყეობს, ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან გვაქვს მარცვალი ჩამოტანილი. „ყავის ლაბორატორია“-ში, გარდა ყავისა, ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი სენდვიჩები და დესერტები, 2 კვირაში კი ჩაეშვება სრულიად ახალი და უგემრიელესი მენიუ, რომელიც ბევრ სიახლესა და ექსკლუზიურ გემოს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება გარემოს, არის საოცრად მშვიდი, წყნარი და სამუშაო, აქ შეგიძლიათ საკუთარ „ლეპტოპთან“ ერთად, მშვიდად დაჯდეთ და იმუშაოთ. ყავის მოყვარულებს გპირდებით, რომ ჩვენთან სტუმრობის შემდეგ აუცილებლად გახდებით ამ კულტურისა და რიტუალის მოყვარული, რადგან სწორედ ამის მისაღწევად ვაკეთებთ ყველაფერს“.

„ყავის ლაბორატორია“ ყაზბეგის 27 ნომერში გელოდებათ, ყოველდღე 09:00-დან 23:00 საათამდე.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X