Background Image

,,ყოველთვიურად ბაზარზე 500 ტონა ქათამი შემოდის, რომელიც საკვებად არ ვარგა”

12:51 23 აპრილი, 2018
ადგილობრივი ბაზარზე მაღალი კატეგორიის ქათმის პროდუქციის 90% კომპანია “ჩირინას” უკავია, – ამის შესახებ კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, დაბალხარისხიანი ქათმის იმპორტი ორჯერ შემცირდა, თუმცა ის ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით ხვდება საქართველოს ბაზარზე.
“ვიდრე ჩვენ შემოვიდოდით ბაზარზე, ქათმის ხორცის ძირითადი ნაწილის იმპორტი ხდებოდა, – შემოდიოდა ბრაზილიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ევროპიდან. მაღალი კატეგორიის ქათმის სეგმენტის 90% ჩვენ დავიკავეთ.
რაც შეეხება დაბალხარისხიან ქათამს, დაახლოებით 2-ჯერ შემცირდა იმპორტი, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით – 450-500 ტონა ქათამი შემოდის თვეში თურქეთიდან B და C კატეგორიის, რომელიც ფაქტიურად საჭმელად არ ვარგა, მაგრამ იყიდება საცალო ბაზრობაზე” – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
,,კომერსანტი”

კომენტარები

X