Background Image

ჩინელმა კონკურსანტმა 50 ცალი ყველაზე ცხარე წიწაკა ,,ჩილი”, 68 წამში შეჭამა (ვიდეო)

10:42 10 ივლისი, 2018

ჩინეთში ყველაზე ცხარე წიწაკის (ჩილის) ჭამის კონკურსი გაიმართა. კონკურსში გაიმარჯვებდა ის, ვინც 50 წიწაკას ყველაზე სწრაფად შეჭამდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

კონკურსის მონაწილეებისთვის დიდი აუზი გაკეთდა, რომელშიც წიწაკები ეყარა, კონკურსანტებს იქვე შეეძლოთ მისი ჭამა. ამასთან, აუზის დანიშნულება კონკურსის მონაწილეების მიერ დიდი რაოდენობით წიწაკის მიღების შედეგად კანის გაღიზიანებისგან დაცვაც იყო.

საბოლოოდ, კონკურსში 24 წლის ტაი შუაიჰუიმ გაიმარჯვა, მან 50 ყველაზე ცხარე წიწაკა 68 წამში შეჭამა.

https://www.facebook.com/FRANCE24.English/videos/10156691748344434/

კომენტარები

X