Background Image

„ძალიან დიდი მადლობა რუსეთს, ღვინის ბაზარი რომ ჩაგვიკეტა და ბიზნესმენებად გვაქცია“

11:50 28 მაისი, 2018

ქართული ჩაის სიყვარულიდან გურიელამდე — როგორია   ერთ დროს გუბერნატორის და ფინანსტთა მინისტრის მიხეილ ჭკუასელის გზა სახელმწიფო კარიერიდან წარმატებულ ბიზნესმენობამდე.   

ჩაი „გურიელის“ დამფუძნებელი მიხეილ ჭკუასელი კომერსანტის სატელევიზიო გადაცემაში ინტერვიუ კომერსანტთან ნიკა ქავთარაძესთან ერთად.  

— ქართული ჩაი ძალიან კარგია და ჩაის მწარმოებელ მსოფლიოს სხვა ქვეყნებითან შედარებით, თავისი უპირატესობაც აქვს. მაგალითად, საქართველოში მხოლოდ ხუთი თვეა, როდესაც ჩაის მოკრეფა შეიძლება. ანუ ქართული ჩაი სეზონურია. ჩვენ ისეთი  კლიმატური პიროებები და ნიადაგი გვაქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაღალხარისხიანი ჩაი ვაწარმოოთ. ქათულ ჩაის განსაკუთრებული არომატი გააჩნია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩაის მოკრეფის დროს ტემპერატურის ამპლიტუდა საკამოდ მაღალია.

მართალია, ჩაის მოკრეფის სეზონურობიდან გამომდინარე, ამ პროდუქტის მწარმოებელ ცნობილ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით, მაგრამ, სამაგიეროდ საქართველოში ჩაისთვის დამახასიათებელი დაავადებების გავრცელება არ ხდება.

ესაა მიზეზი იმის, რომ ქართული მწვანე ჩაი განსაკუთრებულია და იაპონურ და და ჩრდილოეთის ქვეყნების მწვანე ჩაისთან შედარებით გარკვეული უპირატესობებითაც სარგებლობს. იგი ეკოლოგიურად სუფთაა და ამასთან, კარგი გემოვნური თვისებებით და მრავალფეროვანი არომატით გამოირჩევა.

— ქართული ჩაი ბავშვობაშიც გიყვარდათ, თუ მას შემდგომ დაინტერესდით, რაც ბიზნესი დაიწყეთ?

— ჩაისთან კონტაქტი ბავშვობაში დაიწყო. მოგვიანებით კი გურიაში ყოფნისას, როგორც სახელმწიფო რწმუნებულს, მომიწია ჩაისთან შეხება. წლების წინ, საქართველო ჩაის წარმოებით, მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა იყო და ძირითადად  საბჭოთა ქვეყნების ბაზარზე გადიოდა. სწორედ ამიტომ შეექმნა ქართულ ჩაის პრობლემები. მაშინ მთავარი იყო რაოდენობა და ხარისხი. ამიტომაც დავკარგეთ მსოფლიო ბაზარი. სხვა საკითხია რამდენად მისაღები იყო დიდი ბაზარებისთვის იგი. იმ პერიოდშიც იწარმოებოდა კარგი, ხარისხიანი ჩაი, თუმცა რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ყველაზე დიდი პრობლემა კი იყო ის, რომ მას  არ ჰქონდა მარკეტინგი.

—თქვენი აზრით, რა არის ბიზნესის ამოსავალი პრინციპი?

— ბიზნესის მთავარი პრინციპი მოგების მიღებაა. როგორც კი მიხვდება ბიზნესი, რომ კომპრომისი ხარისხთან მიმართებაში შესაძლებელია, იძულებული გახდება კომპრომისზე წავიდეს.

გურიელი დაიბადა უმკაცრეს კონკურენციაში – „გრინფფილდთან“ „ლიფტონთან“ „ახმადთან“ და „ალთჰაუსთან“. ჩვენ ამ ბრენდებთან ჭიდაობაში გავიზარდეთ.

არსებობს პარადოქსიც. მაგალითად, შეფუთული ბრენდირებული ჩაი საქართველოში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია, ამას მივესალმები, რადგან თავისუფალ კონკურენციაში შეგვიძლია ყოფნა.

ჩვენ ჩაის ნედლეულის სახით ვყიდით: აშშ-ში, გერმანიაში, უკრაინაში, არგენტინაში და ინდონეზიაში. რაც მთავარია, ეს ქვეყნები გვენდობიან.

ხარისხობრივი თვალსაზრისით, საქართველოში შეგვიძლია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია  ღვინის სფერო, სადაც უდიდესი წარმატება გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა რუსეთს, ღვინის ბაზარი რომ ჩაგვიკეტა და ბიზნესმენებად გვაქცია.

— თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდით, იყავით გუბერნატორი და ფინანსტთა მინისტრი, რატომ დათანხმდით ამ შეთავაზებებს?

— ამჟამინდელი გამოცდილება რომ მქონოდა, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. 1988 წლიდან პოლიტიკაში ვიყავი. ეს ჩართულობა ეკონომისტობიდან გამომდიანრე მოხდა. ამასთან მაშინ საინტერესო პერიოდი იყო.

— დღევანდელ ეკონომიკურ გუნდზე რას ფიქრობთ?

— ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და პროფესიული თვალსაზრისით დიდ პატივს ვცემ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ის ძალიან დაბალანსებული პიროვნებაა.თუმცა, მე მუდმივად მომხრე ვარ სწრაფი სვლის და ტემპი არასდროს მაკმაყოფილებს. დღეს ტემპი ბევრად სწრაფიც შეიძლება იყოს. ჩვენი მოვალეობაა, ვუთხრათ ხელისუფლებას, ტემპი არასაკმარისია და ქვეყენას მეტი ტემპი სჭირდება.

 

https://www.facebook.com/commersant.ge/videos/10155169948457105/

 

 

„კომერსანტი“  

 

 

კომენტარები

X