Background Image

“ხარჩოში” ქართული ტრადიციებისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება

17:31 11 ივლისი, 2018
21 ივლისს, 20.00  საათზე „ხარჩოში“ ქართული ტრადიციებისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება.

საღამოზე, მწერალი დათო ტურაშვილი  საქართველოს ისტორიაზე, ტრადიციებზე და ხელოვნებაზე საინტერესო ამბებს მოყვება.

“ქართული ისტორია და ტრადიციები ეს ის მნიშვნელოვანი ასპექტებია, რაზეც დგას დღევანდელი ქართული საზოგადოება. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და ვიცოდეთ, რა გამოვიარეთ და რა ღირებულებებზე დაყრდნობით მოვედით იქ, სადაც ვართ ახლა.
ისტორია და ტრადიცია არ ნიშნავს უცვლელობას. ყველაფერი ვითარდება და, შესაბამისად ვვითარდებით ჩვენც.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ქართული ტრადიციებისადმი მიძღვნილი საღამო ჩაგვეტარებინა „ხარჩოში“. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს”- ამბობენ რესტორანში.
საღამოზე უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.

კომენტარები

X