Background Image

ხისგან დამზადებული ორიგინალური ბაფთები Pepela Wooden Bow Ties-გან

13:00 25 მაისი, 2018

ხისგან დამზადებული ნივთების მოყვარულებს, ბრენდი Pepela Wooden Bow Ties უკვე ორი წელია გთავაზობთ ხელნაკეთ ბროშებს, საყურეებს, ბაფთებსა და თმისსამაგრებს. როგორც ჩვენთან საუბრისას ბრენდის დამფუძვნებელმა, ივანე ხარაშვილმა განმარტა, მასალად კაკლის ხეს იყენებს, რომელსაც დიდი დაკვირვებით და სიფრთხილით არჩევს.

„მაქსიმალურად დიდ დროს ვუთმობ მასალის არჩევას, რადგან მინდა საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შევთავაზო ჩვენს მომხმარებლებს. ვიყენებ აბრეშუმისა და ატლასის ნაჭრებსაც. მსურველებს ხარისხისა და უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვაძლევ, რადან არ ვიყენებ არანაირ სიცოცხლისთვის საშის ქიმიურ მასალებს. ყველა ნივთი დიდი სიყვარულითა და მონდომებით მზადდება. ხისგან დამზადებული ბაფთები, რომელთა ფასიც 50 ლარიდან იწყება საუკეთესო და ორგინალურია საჩუქარია ნებისმიერი მამაკაცისთვის“. – აღნიშნა ივანე ხარაშვილმა.

როგორც myrest.ge-მ გაარკვია, საყურეების ფასი 15 ლარიდან, ბროშებისა და თმისსამაგრების ფასი კი 20 ლარიდან იწყება. რაც შეეხება მათ სამომავლო გეგმებს, აპირებენ სტენდების გახსნას თბილისი სავაჭრო ცენტრებში და პროდუქციის დამატებას. ამ ეტაპზე კი ნივთების შეძენის მსურველებს შეგიძლიათ Pepela Wooden Bow Ties ფეისბუქ გვერდზე ეწვიოთ და უფასო მიტანის სერვისით ისარგებლოთ.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X