Background Image

ჯაზის, სოულის და ალტერნატიული როკის მიქსი ,,ფაბრიკა”-ში

12:23 3 ივლისი, 2018

6 ივლისს 20:00 საათზე, ნუცი ნებიერიძის ახალი ექსპერიმენტალური პროექტი წარმოგიგდგენთ საავტორო კომპოზიციებს, იმპროვიზირებულ აკაპელა-პოლიპონიურ არანჟირებებს ელექტრო-აკუსტიკური ხმებით, beatbox-ით, დრამის და გიტარის თანხლებით.

კონცერტის პრორგამა იქნება მრავალფეროვანი, შესრულდება სხვადასხვა ჟანრის – ელექტრო პოპის, ჯაზის, სოულის და ალტერნატიული როკის მიქსი, ასევე cover-ების და ქართული სიმღერების არანჟირებები.

ეს პროექტი პირველად ჟღერდება საქართველოში!

ნუცი ნებიერიძე ქართველი მუსიკოსი, ამჟამად სწავლობს (The New School For Jazz And Contemporary Music) და მოღვაწეობს ნიუ-იორკში.

მისი დებიუტი ნიუ-იორკში 2016 წელს Richard Bona-ს კლუბ “Bonafide”-ში შედგა პროექტით “Nuci Nebieridze Quintet”.
ამავე პროექტით ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი კონცერტი გამართა ნიუ-იორკის სხვადასხვა ვენიუებში – “Club Bonafide”, Rockwood Music Hall” და „Birdland Jazz Club”.
2018 წლის იანვარში ჩაწერა ალბომი სექსტეტ პროექტით Stamford-ის “The Amadeus Performance Space”-ში.

 

მისამართი: ,,ფაბრიკა” ნინოშვილის 8

 

 

კომენტარები

X