Background Image

1 სექტემბერს “მტკვარზე” იაპონელი დიჯეი Masda დაუკრავს

13:24 30 აგვისტო, 2018

1 სექტემბერს, კლუბში “მტკვარზე” იაპონელი დიჯეი Masda დაუკრავს.

DJ Masda – იგივე იუკი მასდა იაპონელი დიჯეია, რომელმაც 2000-იანი წლების ბოლოს, So Inagawa-სთან ერთად ლეიბლ და ივენთების სერია Cabaret Recordings-ს ჩაუყარა საფუძველი. ლეიბლის სახელზე ისეთი არტისტების რელიზებია როგორებიც არიან: So Inagawa, Binh და Evan Baggs. მასდა მუსიკის წერითაც არის დაკავებული, 2016 წელს გამოიცა DJ Masda-ს და Binh-ის ერთობლივი პროექტ Onigir-ის პირველი სინგლი სახელად “Box 1 Ep”.
DJ Masda 1 სექტემბერს “მტკვარზე”-ს დიდ ოთახში ადგილობრივ არტისტთან Gio Shengelia-სთან ერთად დაუკრავს.

პატარა  ოთახში კი, მსმენელის წინაშე OIMACTTA და BERO წარსდგებიან.

ბილეთის ფასი 20 ლარია, 00:00 საათამდე მისვლის შემთხვევაში, კლუბში შესვლას უფასოდ შეძლებთ.

კომენტარები

X