Background Image

10 ყველაზე საშიში აეროპორტი მსოფლიოში

17:13 20 მაისი, 2018

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე აეროპორტი, რომელიც ითვლება საშიშად – რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მათი გამოყენება საერთოდ შეუძლებელია, თუმცა იქ თვითმფრინავის  დაჯდომა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

 

10 ყველაზე საშიში აეროპოტრი მსოფლიოში:

 

10. „პრინცესა იულიანას აეროპორტი“, სიმპსონ-ბეი, წმინდა მარტინის კუნძული

საერთაშორისო აეროპორტი „პრინცესა იულიანა“ არის კარიბის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტი კვანძი, თუმცა ამავე დროს არის საშიში, რადგანაც ასაფრენ-დასაშვები ბილიკის ერთ-ერთი მხარე იწყემა ზღვის სამაპიროზე, პირდაპირ პოპულარულ პლიაჟთან. დაშვების დროს თვითმფრინავები მიფრინავენ პლიაჟის ზედაპირიდან 10-20 მეტრის სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც საშინლად გამოიყურება, აეროპორტში  ჯერ არ ყოფილა არ ერთი სერიოზული ინციდენტი.

 

9.  გუსტავ III, წმინდა ბართელემის კუნძული

აეროპორტის ბილიკი აშენებულია სანაპიროსთან პერპენდიკულარულად, რის გამოც დაშვების დროს პილოტს ექმნება ისეთი შტაბეჭდილება, თითქოს ის ვარდება ზღვაში. რისკის ფაქტორს ზრდის ისიც, რომ ბილიკის სიგრძეა 650 მეტრი, და ის სრულბდება პირდაპირ პლიაჟზე.

 

8. „პარო“, ბუტანი

ბუტანის სამეფოს 2 აეროპორტიდან ერთ-ერთი. მდებაროებს ქალაქიდან 6 კილომეტრში 2 კმ.-ს სიმაღლეზე , მდინარე პაროს ვიწრო მდელოში, გარშემორტყმულია 5 კმ-ს სიმაღლის მთებით, ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე რთულია თვითმფრინავის დასმისთვის.

7. „ასპენ-პიტკინი“, პიტკინ-კაუნტი, აშშ

მდებარეობს შტატ კოლორადოში, პიტკინის ოლქში, ქალაქ ასპენში. სიმაღლე ზღვის დონიდან – 2 384 მეტრი. სიმაღლის და ძლიერი ქარის წყალობით ითვლება პილოტებისთვის ძალიან რთულ აეროპორტად. ბოლო წლებში აქ მოხდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი, რის გამოს „ასპენ-პიტკინმა“ დაიმსახურა ამერიკის ყველაზე საშიში აეროპორტის წოდება.

6. „ბარა“, შოტლანდია

უნიკალური აეროპორტი ქვიშის ასეფრენი ბილიკით. ერთ-ერთი ყველაზე საშიში აეროპორტი მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზია პერიოდული ზღვის მოქცევები, რომლის დროსაც ბილიკი იფარება წყლით. აეროპორტის მუშოაბა ღამის საათებში აკრძალულია.

5, „კურშაველი“, საფრანგეთი

აეროპორტს გააჩნია ძალიან მოკლე ასაფრენი ბილიკი – 525 მეტრი, თანაც ის დახრილია 18 გრადუსით. ამიტომაც პილოტს აქვს მხოლოდ 1 შანსი დასვას თვითმფრინავი,  და ისიც შეიძლება დასრულდეს ტრაგედიით,  რადგანაც ბილიკის ბოლოს ხრამია. თანაც, შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო, აეროპორტი ვერ მუშაობს ნისლის დროს. თუმცა, ამის მიუხედავად აეროპორტი  საკმაოდ დატვირთულია, რადგანაც კურშაველი არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამთო-სათხილამურო კურორტი.

 

4. „ხუანჩო-ირაუსკინ“, კარიბის ზღვის რეგიონი

აეროპორტი მდებაროებს ნახევარკუნძულზე, პილიტებს უწევთ გამკლავება ზღვის ტალღებთან და ძლიერ ქართან. თანაც ასაფრენი ბილიკის სიგრძეა მხოლოდ 396,5 მეტრი.

 

3. გიბრალტარი

აეროპორტის მფლობელია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც იყენებს მას სამხედრო მიზნებისთვის, ასევე ხორციელდება სამოქალაქო რეისები – ბრიტანეთის და ესპანეთის მიმათულებით. აეროპორტი მდებარეობს ქალაქიდან მხოლოდ 500 მეტრში, თანაც ის არის ერთადერთი  აეროპორტი მსოფლიოში,  რომლის ასაფრენ ბილიკს კვეთს საავტომობილო გზა. ამის გამო ავტომოძრაობა ხშირად წყდება თვითმრინავის გასატარებლად.

2. დამასკო, სირია

მდებარეობს ქალაქიდან 29 კილომეტრში. თავისთავად არანაირ განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოიადგენს, თუმცა მიიჩნევა საშიშ ადგილად ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო – დამასკოს აეროპორტი არაერთხელ დაიბომბა, მათ შორის ისრაელის და ამერიკის ავიაციის მიერ.

 

1.“კაი ტაკი“, ჰონკონგი

დაიხურა 1996 წელს. იყო ჰონკონგის მთავარი აეროპორტი 1925-1996 წლებში. აეროპორტთან ახლოს მდებარე ცათაბჯენების და მთების გამო, თვითმფრინავის დასმა იქ ძალიან რთული იყო. სიტუაციას ართულედბა ასევე ხშირი  და ძლიერი ქარი და ახლოს მდებარე საცხოვრებელი რაიონი. ამიტომაც, სწორედ „კაი ტაკი“ ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტად.

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები

X