Background Image

11 აგვისტოს KHIDI და Echowaves Festival წარმოგიდგენთ ფესტივალის preparty-ს, რომელიც KHIDI-ში გაიმართება.

12:07 30 ივლისი, 2018

Preparty-ს ფარგლებში Max Cooper-ის ახალი აუდიო-ვიზუალური შოუ BALANCE შედგება. 2007 წლიდან COOPER-მა სცენაზე მუსიკისადმი უნიკალური მიდგომით დაიმკვიდრა თავი. მისი ნამუშევრები და ლაივ შესრულებები არის ელექტრონული მუსიკის, ვიზუალური ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანება.

მისი ლეიბლი MESH კი არის მუსიკოსის გატაცებების ერთგვარი ერთობლიობა, რომელშიც იგი წარმოაჩენს სხვადასხვა კოლაბორაციას, როგორც ვიზუალური ხელოვნების, ისე მეცნიერების დარგებში.
მასთან ერთად დიჯეი სეტს ბელგიელი არტისტი და ლეიბლ Time To Express-ის დამაარსებელი Peter Van Hoesen დაუკრავს. 2006 წლიდან VAN HOESEN-მა ტექნო სცენაზე თავი დაიმკვიდრა, როგორც უნიკალურმა დიჯეიმ, პროდიუსერმა და ლაივ შემსრულებელმა.


მათთან ერთად წარდგება ბაქოს ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა George effe.

 

 

კომენტარები

X