Background Image

13 ივლისს, Andrew James Gustav ,,მტკვარზე” დაუკრავს

10:52 10 ივლისი, 2018

Andrew James Gustav – წარმოშობით ბრიტანელი დიჯეი. დეკადაზე მეტია, რაც ენდრიუ საკუთარ ფირფიტების კოლექციას სისტემატიურად ამდიდრებს. მის კოლექციაში შეხვდებით, როგორც ამერიკულ ჰაუს მუსიკას, ისევე გერმანულ მინიმალსა და ბრიტანული გარაჟს. მსგავსი განსხვავებული სელექციით, ენდრიუ ჩამოაყალიბდა როგორც ტექნიკური და მრავალფეროვანი დიჯეი. მისი სეტები ტექ-ჰაუსის, ბრეიკების და ელექტროს სინთეზს მოიცავს.

ლონდონის სცენაზე, ენდრიუ კოლინ ჩიდლთან ერთად, Art of Dark ფართი სერიის სულის ჩამდგმელიცაა, ხოლო 2018 წლიდან ამავე სახელის ლეიბლსაც კურირებს. ლეიბლზე ჯერჯერობით 1 რელიზია გამოსული, Evan Baggs-ის და Etienne-ს კოლაბორაციული EP “From Drysdale Street To Here”.

რამდენიმე წელია, რაც ენდრიუ არაერთი გამორჩეული ფართის სტუმარია, მას ხშირად შეხვდებით ისეთ კლუბებში როგორებიცაა: Robert Johnson, Concrete, Arma17, Hoppetosse და ა.შ. მასთან ერთად ამ ლეგენდარულ კლუბებში კი ისეთი არტისტები უკრავენ, როგორც: Nicolas Lutz, Binh, Onur Ozer და ა.შ.

Andrew James Gustav 13 ივლისს დაუკრავს კლუბში მტკვარზე • Mtkvarze  ლოკალური სცენის წარმომადგენლებთან Gio Shengelia და Cobert-თან ერთად.

 

კომენტარები

X