1774 წლის ფრანგული ღვინო რეკორდულ ფასად გაიყიდა

12:15 20 ივნისი, 2018
1774 წელს, მეფე ლუი XVI-ს მმართველობისას ჩამოსხმული ღვინო, Vin Jaune (ყვითელი ღვინო) აუქციონზე რეკორდულ ფასად, $120 800-ად გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ღვინო აღმოსავლეთ ფრანს-კომტეს რეგიონში მოყვანილი ყურძნით დაამზადეს.
ამავე აუქციონზე იგივე ღვინის სხვა ბოთლები $88 887 და $85 332-ად გაიყიდა, – ნათქვამია ინფორმაციაში.