Background Image

საიუბილეო 20 წლისთავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო

09:49 26 დეკემბერი, 2017

„ეძიე და მოყევი ღვინოს „ – „თელიანი ველის“ ახალი კამპანია – 4 კრეატიული სააგენტოს მიერ შექმნილი 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული საკოლექციო შეფუთვა.

საიუბილეო 20 წლისთავზე „თელიანი ველმა“ ახალი კამპანია „ეძიე და მოყევი ღვინოს“ წამოიწყო. წლების განმავლობაში ბრენდის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა, სწორედ ამ მოწოდების გარშემო ერთიანდება. პლატფორმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • ცოდნის ამაღლება;
  • ღვინო და კერძის შეხამება;
  • ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი;
  • ღვინის ისტორია;

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 4 ახალი ეტიკეტი და ბრენდის ლიმიტირებული 4 ბოთლიანი საკოლექციო  შეფუთვა, რომელშიც თითოეული ღვინო, თითო მიმართულებას გამოხატავს.

შეფუთვის შესაქმნელად კომპანიამ მოიწვია 4 კრეატიული სააგენტო, რომელთაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეხვდათ 4 მიმართულებიდან ერთ-ერთი. სამუშაო პროცესში თითოეულმა სააგენტომ შეარჩია ღვინო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კონკრეტულ მიმართულებას და შექმნა ამ ღვინისათვის ეტიკეტის დიზაინი.

  • „კოლეკტივი“ – ღვინის ცოდნის ამაღლება, ახაშენი;
  • „მორსტუდიო“ – ღვინისა და კერძის შეხამება, წინანდალი;
  • „აბეკაგრაფიკსი“ – ღვინო, როგორც საქართველოს ელჩი, საფერავი;
  • გიორგი პოპიაშვილი – ქართული ღვინის ისტორია, რქაწითელი ქვევრი;

პროექტის მსვლელობისას ქართული მეღვინეობა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. საქართველო აღიარეს, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა. „კოლეკტივმა“ „ახაშენის“ შეფუთვაში აქცენტი, სწორედ ამ მოვლენაზე გააკეთა და დიზაინში თავი მოუყარა მსოფლიო პრესის ხმამაღალ სათაურებს.

„მორსტუდიომ“ „წინანდალის“ დიზაინში ქართული სუფრის მრავალფეროვნება ასახა. ეტიკეტი ძველი კულინარიული რეცეპტებისა და კერძების ვიზუალური მასალის გამოყენებით შეიქმნა. ქართული სუფრაც ხომ ღვინის, კერძებისა და ემოციების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს.

„აბეკაგრაფიკსის“ „საფერავის“ ეტიკეტში მთელი საქართველო ფანქრითარის ჩახატული. დიზიანის მთავარი ელემენტი კომპასია, რომელიც მსგავსად ელჩისა საქართველოს გზას მოგასწავლის.

გიორგი პოპიაშვილის „რქაწითელი ქვევრი“ წარმოადგენს ქვევრის იმიჯს, რომელიც დახატულია 8000 წერტილით. თითოეული წერტილი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში ღვინის წარმოების ერთწელს.

4 ბოთლიანი საკოლექციო შეფუთვა ლიმიტირებული რაოდენობისაა სულ 1 500 ცალი. ასევე დამატებით გაიყიდება შეზღუდული  რაოდენობა შეფუთვის გარეშეც. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ღვინის სპეციალიზირებულ და ქსელურ მაღაზიებში.

მომხმარებელს ონლაინ მაღაზიაში შეძენისას საშუალება ექნებათ მიუთითონ მათთვის სასურველი მისალოცი ტექსტი და კურიერი საკოლექციო შეფუთვასთან ერთად ხელნაწერ ბარათსაც მიუტანს.

 

allwine.ge

 

 

კომენტარები