Background Image

2018 წლის დასაწყისიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა

10:44 25 ივნისი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლიდან საქართველოში 18 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ჯამში კი ქვეყანას 1624 საწოლი ადგილი და 812 სასტუმრო ნომერი შეემატა.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

ყველაზე მეტი სასტუმრო თბილისში გაიხსნა (ჯამში 505 ნომრით), შემდეგ მოდის კახეთი (სასტუმროს 155 ნომრით), მესამე ადგილზე კი სამცხე-ჯავახეთია (54 სასტუმროს ნომრით).

 

კომენტარები

X