Background Image

„მეღვინეობა ხარება“ მოსკოვში გამართული საერთაშორისო გამოფენიდან მედლებით დაბრუნდა

10:08 13 თებერვალი, 2018

“მეღვინეობა ხარება” მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა “პროდექსპო 2018”-ის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსიდან პროდექსპოს ვარსკვლავით დაბრუნდა.

კომპანიის ცნობით, ვარსკვლავთან ერთად კომპანიის ღვინოებმა და ჭაჭამ ოქროს მედელები მოიპოვა.

“პროდექსპო 2018”-ზე “მეღვინეობა ხარებას” ჯილდოები:

პროდექსპოს ვარკვლავი – ხარება დაძველება წითელი
ოქროს მედალი – ქვევრის მწვანე
ოქროს მედალი – საფერავი პრემიუმი
ოქროს მედალი – ჭაჭა
ვერცხლის მედალი – ქინძმარაული

მეღვინეობა ხარება აწარმოებს 35-ზე მეტი დასახელების ღვინოს. კომპანია ღვინოს ქართული და ევროპული მეთოდებით აწარმოებს, ნედლეულად კი იყენებს საკუთარი ვენახების მოსავალს, რომლებიც განთავსებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. კომპანიის საკუთრებაშია 25 ყურძნის ჯიში და 7 ადგილწარმოშობის ღვინო.

კომპანიის პირად საკუთრებაშია 1000 ჰექტარი მიწა, რომლებზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები კახეთში (80%), იმერეთში (15%), რაჭასა(3%) და ლეჩხუმში(2%). ფართოდ გავრცელებულ ქართულ ჯიშებთან ერთად(საფერავი, რქაწითელი, მწვანე), მეღვინეობა ხარებას აქვს ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო.

კომპანია ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი.

„მეღვინება ხარებას“ მარნები განთავსებულია იმერეთსა (დასავლეთ საქართველო) და კახეთში (აღმოსავლეთ საქართველო).

აღმოსავლეთ საქართველოს მარანი მდებარეობს ვაჩნაძიანში (კახეთში) და ღვინოს აწარმოებს 1957 წლიდან; ეს მარანი უმეტესად აწარმოებს სუფრის ღვინოებს და წარმოების მოცულობა აქვს 9000 ტონა წლის განმავლობაში. კომპანიას ასევე ეკუთვნის ბრენდის ქარხანა ახმეტაში (კახეთში).

თერჯოლის მარანში ერთმანეთთან შერწყმულია 8000 წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და დარგის 21-ე საუკუნის ინოვაციური მიღწევები. ესაა ადგილი, სადაც იწარმოება 20-ზე მეტი დასახელების ვაზის ჯიშიდან 40-ზე მეტი სახეობის ღვინო, რისი ნახვაც ნებისმიერ მარანში იშვიათობაა.

 

www.travelingeorgia.ge

კომენტარები