Background Image

ვარჯიშის 5 სახეობა, შეუდარებელი ფიგურისთვის

13:43 14 თებერვალი, 2018

თუ გსურთ,  ლამაზი პრესი, აწეული თეძო და მრგვალი საჯდომი გქონდეთ, ეს ვარჯიშები ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ. ვარჯიში სახელწოდებით – „ფიცარი“ (პლანკა) უნიკალური საშუალებაა, რომელიც ყველა კუნთს ამუშავებს. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი დამხმარე საშუალება.  ამ ვარჯიშებს არ აქვს გვერდითი მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული პრობლემები არ გაწუხებთ ზურგის არეში.
ეს სუპერ პროგრამა, რომელიც ფიტნეს ინსტრუქტორების მიერ არის შედგენილი, გაწერილია კვირაში 5 დღეზე. გაიმეორეთ ზუსტად იგივე მოძრაობები ყოველ დღე და დასვენების უფლება თავს მხოლოდ შაბათ-კვირას მიეცით. შედეგით კმაყოფილი იქნებით.

1. ცალ ხელზე

საწყისი პოზიცია

: ტანის კორპუსი ისე გაასწორეთ, რომ მენჯი არ მოძრაობდეს. ამ დროს აქცენტი მულებზე კეთდება, რომლებიც იატაკის პერპენდიკულარულ მდგომარეობაში უნდა იყოს. ნიკაპი ზემოთ ასწიეთ.

საბოლოო პოზიცია: მარჯვენა ხელი – იატაკის პარალელურად, ნელი მოძრაობით გაიშვირეთ წინ. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის განმავლობაში და შემდეგ, ზუსტად იგივე გაიმეორეთ მარცხენა ხელით.
2. ერთ ფეხზე

საწყისი პოზიცია : გაიჭიმეთ, როგორც „ფიცარი“ – გვერდულად. დაეყრდენით იდაყვს. გაითვალისწინეთ, რომ ხერხემალი სწორ მდგომარეობაში უნდა დარჩეს.

საბოლოო პოზიცია : ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ, მოხარეთ ქვედა ფეხი, ამ დროს უფრო მეტად ის ფეხი დაიტვირთება, რომელიც ზემოთ დარჩება. ისუნთქეთ თანაბარი შუალედებით და ასეთ მდგომარეობაში 30 წამი გაჩერდით, შემდეგ კი გაიმეორეთ იგივე მოძრაობები მეორე მხარეს.
3. სახით ზემოთ

საწყისი პოზიცია : სხეულის კორპუსის მდგომარეობა სწორია. დაწექით ზურგზე, აიხედეთ მაღლა, დაეყრდენით ხელებს და გაიჭიმეთ. ხელის თითები ფეხებისკენ უნდა იყოს მიმართული. პრესი და ხერხემალი დაჭიმულია.

საბოლოო პოზიცია : ნელა აწიეთ ერთი ფეხი ისე, რომ წონასწორობა და იგივე პოზა შეინარჩუნოთ. ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნქეთ პირიდან. გააკეთეთ ეს მოძრაობა ორჯერ, 30-30 წამით.
4. ვარსკვლავი

საწყისი პოზიცია : დაწექით გვერდულად, მარჯვენა ხელი იატაკის პერპენდიკულარული და გაჭიმული უნდა იყოს, ტანი გაჭიმული.

საბოლოო პოზიცია : ერთდროულად გაჭიმეთ მარჯვენა ხელი და ფეხი. შეინარჩუნეთ ბალანსი, დაჭიმეთ პრესი 30 წამის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ იგივეს გაკეთება მეორე მხარეს.
5. „ფიცარი“ მოძრაობაში

საწყისი პოზიცია : დაწექით სახით ქვემოთ, დაეყრდენით იდაყვებს, ტანის გაასწორეთ და შეხედეთ იატაკს.

საბოლოო პოზიცია : შეუჩერებლად იმოძრავეთ წინ და უკან. ამ დროს სხეული სწორ მდგომაროებაში რჩება. გააკეთეთ 40 მოძრაობა და შემდეგ 30 წამის განმავლობაში ისევ საწყის მდგომარეობაში გაჩერდით

 

www.beaumonde.ge

კომენტარები