Background Image

რატომ ირჩევენ მოდელები კრივს და რატომ უნდა მიჰყვეთ მათ მაგალითს

09:59 14 თებერვალი, 2018

ბოლო დროს, მოდელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლოს სრულიად არაქალური სპორტის სახეობა – კრივი.
მათ რიცხვში არიან დები ჰადიდები და კაია გერბერიც კი. გამხდარი გოგონები ინსტაგრამზე უწყინარი ხელთათმანიანი ფოტოების გარდა, აგრესიულ ვიდეოებსაც გვიზიარებენ. გავერკვეთ, თუ რატომ შეიყვარეს მათ ასე ძალიან სპორტული ორთაბრძოლა და რით არის ბოქსი სპორტდარბაზში ჩვეულებრივ ვარჯიშზე უკეთესი.


იმაში გასაკვირი არაფერია, რომ გოგონებს რინგზე ნაკლებად ელიან – ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი, ეს კატეგორის ქალთა სპორტის სახეობის სახით მხოლოდ 2012 წელს ჩართეს. თუმცა, ეს რაღაც გაუგებრობას ჰგავს – ბოქსი ხომ შესანიშნავი ემოციური განტვირთვაა, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. თუ ცუდი დღე გქონდათ და გრძნობთ, რომ სადაცაა ცრემლები წამოგივათ, ეს უნდა სცადოთ. მოქმედებს ელვისებურად – მთელი უარყოფითი განცდა სპორტდარბაზში რჩება.


დივანზე ფუნთუშების მირთმევისგან განსხვავებით, მსგავსი ემოციური განტვირთვა სხეულზე პოზიტიურად აისახება. სპარინგის დროს მთელი სხეულია ჩართული – პრესი, ფეხები, ხელები და ზურგიც კი, რომლის გავარჯიშებაც ტრენაჟორითაც რთულია. პლუს, შესაძლოა არ იცოდით, მაგრამ ვარჯიშის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სახტუნაოთი ვარჯიშია. ის აუმჯობესებს ამტანობას და ორგანიზმიდან ზედმეტ ცხიმს გამოდევნის.

www.beaumonde.ge

კომენტარები