Background Image

ეფექტურად გასახდომი დილის 6 ჩვევა – წესი, რომლებიც რეალურად მოქმედებს

13:26 16 თებერვალი, 2018

გაიღვიძე და იმღერე! ხშირად, ყოველდღიური რუტინა, დილით გაღვიძებისას ღიმილს გვავიწყებს, ეს კი ორგანიზმის ტონუსში მოყვანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ხოლო მათ, ვისაც გახდომა სურს, დღის დასაწყისშივე რამდენიმე მარტივი ჩვევა შთამბეჭდავ შედეგებს მოუტანს:

დაე, იყოს ნათელი

ოთახში სინათლის შემოტანით, დადებით ენერგიას უშვებთ, რაც ორგანიზმზე საკეთილდღეოდ აისახება. ამერიკული უნივერსიტეტის Northwestern მეცნიერები განმარტავენ, რომ დილით 20-30 წუთით დღის სინათლეზე ყოფნას შეუძლია მეტაბოლიზმისა და ბევრი სხვა პროცესის დარეგულირება. ასე რომ, ვიდრე ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგებით, გადაწიეთ ფარდები და გაუღიმეთ სინათლეს.

მოძრაობა – სიცოცხლე

საუზმემდე ყველაზე ხანმოკლე ვარჯიშიც კი, უდიდეს როლს თამაშობს გახდომაში. კვლევებმა აჩვენა, ვინც დილით ცოტაოდენი გავარჯიშების შემდეგ მსუყედ საუზმობს, მეტ ცხიმებს წვავს, ვიდრე ისინი, ვინც მსუბუქად საუზმობის შემდეგ იწყებენ სირბილს.

ზომას მნიშვნელობა აქვს

თუ დილით ჭიქა ფორთოხლის ან ვაშლის წვენის დალევას ხართ მიჩვეული, ამისთვის სჯობს ვიწრო, მაღალი ჭიქა გამოიყენოთ, არასასურველია სტანდარტული, ფართო ჭიქა. თვალის მოტყუება დაგეხმარებათ სითხის რაოდენობის და მასთან ერთად შაქრის მიღების შემცირებაში. საუკეთესო ვარიანტი კი წყლის დალევაა.

კარაქი ზემოდან

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კალორიების დაწვა გსურთ, ჯემი ან კარაქი ტოსტის ქვედა ნაწილს წაუსვით და არა ზედა ნაწილს, როგორც მიღებულია, და აიღეთ ჩვეული ულუფას ნახევარი. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ეს ჩვევა ორგანიზმს საჭირო სიგნალებს გადასცემს, ენა ხომ გემოს მაშინვე იგრძნობს და დანაყრების განცდაც მალევე მოვა.

მეტი პროტეინი

მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ წარმატებული გახდომის საწინდარი დილით პროტეინების მიღებაა. თუ დილით კვერცხით ისაუზმებთ, რძისა და მარცვლეულისპროდუქტებს კი ლორითჩაანაცვლებთ, ლანჩზე ჩვეულებრივზე ნაკლებს შეჭამთ. უკვე დიდი ხანია, რაც პროტეინები მსუყე საუზმის ნომერ პირველი გარანტია.

მედიტაციის წუთი


სუნთქვაზე მშვიდ კონცენტრაციას შეუძლია მთელი დღით სწორი განწყობით დაგმუხტოთ და თვითცნობიერება აგიმაღლოთ, საკვებთან მიმართებით საჭირო ფოკუსირების ჩათვლით. ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია დილით თუნდაც 5 წუთი გამოყოთ იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ.

კომენტარები