Background Image

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ცხიმი გვერდებიდან? რას ვაკეთებთ არასწორად

13:56 16 თებერვალი, 2018

როგორც უკვე გითხარით, ქალის ორგანიზმი განსხვავდება მამაკაცის ორგანიზმისგან. ქალის ორგანიზმი შეიცავს ნაკლებ კუნთოვან ბოჩკოებს და ძირითადი კუნთოვანი მასა წელს ქვემოთ მდებარეობს. ქალების უმეტესობას აწუხებს გვერდების (თეძოების არეში წონის მატების) პრობლემა.

ძალიან ხშირად, ქალები არასწორ ვარჯიშებს ასრულებენ, რომელსაც უკუ შედეგი მოაქვს და კუნთური მასის გაზრდით, გვერდების გარშემოწერილობა პირიქით, უფრო იმატებს. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ გვერდების მოცილებას შეძლებს წონებით (ჰანტელები) გვერდზე გადახრებით, გვერდითა ექსტენზიებით, პრესის ტრენაჟორებით და ა.შ – ეს მცდარი შეხედულებაა!
როგორც უკვე ვთქვით, ზემოხსენებული ვარჯიშების შესრულებით, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ გაზრდით წელის გარშემოწერილობას.
იმისათვის, რომ მოიცილოთ გვერდები, პირველ რიგში უნდა მოაწესრიგოთ კვების რაციონი, აკეთოთ კარდიო-აერობიკული ვარჯიშები (სირბილი, ველოსიპედი, თხილამურები, სარბენი ბილიკი, ლახტაობა), გვერდითი პრესი და გვერდითი “პლანკა”. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

 

www.beaumonde.ge

კომენტარები