Background Image

,,საფერავი” ყველაზე პოპულარული საექსპორტო ღვინოა

09:27 7 მარტი, 2018

“საფერავი“ უცხოურ ბაზრებზე ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა – ამის შესახებ “ღვინის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღანელმა, გიორგი სამანიშვილმა, “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

“საფერავია ისევ ყველაზე პოპულარული და ის არის ლიდერი ქართული ღვინის გაყიდვებში, თუმცა ზოგადად ქართული ღვინის მარკეტინგის დროს ვიყენებთ იმ სიმდიდრეს რაც აქვს საქართველოს.

აქ უმთავრესია ჩვენი ჯიშური სიმდიდრე, ახალ ბაზრებზე ყველა იმპორტიორი მუშაობს იმაზე, რომ ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი, არ ჰქონდეს მხოლოდ საფერავი, რქაწითელი, მწვანე და ქისი, რომელიც ეხლა ემატება, უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლური ჯიშები: ოცხანურის საფერე და სხვა, და დღითი-დღე მეტი მოთხოვნაა ამაზე. თუმცა, ჯერ ამ ღვინოებზე, დიდ რაოდენობებზე ვერ გავალთ, რადგან ვენახები, სადაც იშვიათი ჯიშის ყურძენი მოდის, საქართველოში არც ისე ბევრია”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

 

commersant.ge

კომენტარები