Background Image

ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში “საკურას” ჯილდოები მოიპოვა

10:27 7 მარტი, 2018

სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა:

„ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული;
„ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;
„ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი;
„ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული;
„ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“;
„ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი;
„ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათსაზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.

კომენტარები