Background Image

ქართულ თხილში 16 სახეობის სოკოვანი დაავადება აღმოჩნდა

17:47 23 მარტი, 2018

16 სახეობის სოკოვანი დაავადება გამოვლინდა ქართულ თხილში – ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო თურქ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია წერს.

უწყებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, გამოიყენონ ქიმიური საშუალებები და შეწამვლის ვადები არ დაარღვიონ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

imedinews.ge

კომენტარები