Background Image

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დაჯილდოვდა

14:33 27 მარტი, 2018

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს “Leader of the Year“ მფლობელია. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

ბიზნეს დაჯილდოვება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year” გადაეცემათ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე მყოფი კომპანიებს. ეს კომპანიები იშეირჩევიან სპეციალური კვლევის მიხედვით< რომელსაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით ქართული კვლევითი ჯგუფი G.P.G ატარებს.

ბრიტანეთში, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსზე პირველმა ქართულმა ვისკიმ Jimsher ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017 -ზე Jimsher დასახელებულ იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

 

imedinews.ge

კომენტარები