Background Image

თბილისის მოდის კვირეულს 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს

13:49 3 აპრილი, 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა: „Vogue Italia“, „Vogue UK“, „Vogue Russia“, „Vogue Ukraine“, „Vogue Poland“, „L’officiel Ukraine“, „Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia“, „NOWFASHION“, „WWD“.

რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი, რომ საერთაშორისო გაყიდვები მნიშვნელოვან პარტნიორებთან აწარმოონ.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

 

 

კომენტარები