Background Image

მარმენიო – როგორ დავგეგმოთ წვეულება დაბალ ფასად?

14:27 5 აპრილი, 2018

ქორწილი, ნიშნობა, დაბადების დღე და კორპორატიული წვეულება, ის მნიშვნელოვანი ივენთებია, რომელთა დაგეგმვასაც საკმაოდ დიდი შრომა, ფანტაზია, კრეტიულობა და დრო სჭირდება.  საუკეთესო ივენთების დასაგეგმად 2017 წლის გაზაფხულზე, ორი მეგობარის, მარიამ ბარნაბიშვილისა და ნინო ჩხიკვაძის ივენთ კომპანია – “მარმენიო” შეიქმნა. სტარტაპი უკვე ერთ წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში, უამრავ ივენთს გაუკეთეს ორგანიზება.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარიამ ბარნაბიშვილმა აღნიშნა, ცდილობენ იყვნენ ხელმისაწვდომები და გამორჩეულები, ეს კი ნამდვილად გამოსდით.

“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ფასი. მაქსიმალურად ოპტიმალურ ფასს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ეს მიმზიდველია მათთვის, რადგან ღონისძიება ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან დიდი ხარჯებს მოითხოვს,

ხელის მოწერისას, თაღის და ცერემონიალის გაფორმება იწყება 150 ლარიდან, სიძე-პატარძლის მაგიდის გაფორმება 200 ლარიდან. რაც შეეხება ჩვენს ექსკლუზიურ ნათურების კარკასსა და დეკორატიულ ნათურებს, რომლებიც სპეციალურად დავამზადებინეთ, მათი გაქირავება თბილისის მასშტაბით 2ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს”

იმისთვის რომ კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდეს წვეულების ორგანიზება, “მარმენიო” რამდენიმე პაკეტს გთავაზობთ:

პაკეტი 1- მთლიანი ორგანიზება (ლოკაცია, მენიუ, ბენდი, DJ, ფოტო-ვიდეო გადაღება, აპარატურა, ტორტი, ფოიერვერკი, გაფორმება)

პაკეტი 2- ორგანიზება (მთლიანი ორგანიზება გაფორმების გარეშე)

პაკეტი 3- მხოლოდ გაფორმება

პაკეტი 4- ინვენტარის გაქირავება

“ძალიან ბევრს ვფიქრობდით  სახელზე, რადგან ქართული სტარტაპია, გვინდოდა ჩვენს კომპანიას ქართული სახელი ქონოდა. ბევრი ძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ ერთი ძველი ქართული სიტყვა მარმენიო, რომელიც ბედისწერას ნიშნავს და რა თქმა უნდა სრულიად შეესაბამებოდა ჩვენს კონცეფციას. ლოგოც შესაბამისი შევარჩიეთ და გავხდით “მარმენიო”, საბედისწერო და მნიშვნელოვანი დღეების ნაწილი.

რაც შეეხება გამოცდილებას, ნინოს აქვს ყვავილების მაღაზია შესაბამისად, ჰქონდა შეხება დიზაინის სფეროსთან და ღონისძიებების დაგეგმვაშიც კომპეტენტური იყო” – განმარტა მარიამ ბარნაბიშვილმა.

როგორც myrest.ge-ს “მარმენიოს” დამფუძნებელმა განუცხადა, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ. სურთ ჰქონდეთ საკუთარი ლოკაცია ღია ცის ქვეშ, რომ მომხმარებელს შესთავაზონ მათი ლოკაციაც, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა იმ დეტალით, რომელიც დასჭირდება მათ მიერ დაგეგმილ ივენთებს.

“მარმენიოს” facebook-ისა და instagram-ის მეშვეობით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გაეცნოთ მათი ნამუშევრების ფოტობს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტო გალერეა:

 

 

კომენტარები