Background Image

ღამის ცხოვრება თბილისში – „Georgiastartshere-ის” რჩეული 5 კლუბი

18:44 11 აპრილი, 2018

თბილისი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბურ ქალაქადაა მიჩნეული.  გართობა და კლუბური კულტურა აქ ხალხის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მუსიკა კი ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი  და წმინდაა.  რთულია იმის ახსნა, თუ რატომ განვითარდა კლუბური ცხოვრება დროის მოკლე პერიოდში, მაგრამ ვერ გავექცევით ერთ ფაქტს – კლუბურმა კულტურამ თბილისში უმაღლეს დონეს მიაღწია. „Georgiastartshere.com” თავის რჩეულ 5 კლუბს წარმოგვიდგენს:

BASSIANI/ ბასიანი

შენობა, რომელიც ადრე რესტორანი იყო, 2012 წელს გადაკეთდა და ის ელექტრონულ მუსიკასა და ხელოვნებას მიეძღვნა. დღესდღეობით „მტკვარზე“ თავის მთავარ „სცენას“ დისკოთეკასა და მრავალფეროვან მუსიკას უთმობს, დაწყებული ექსპერიმენტული მუსიკით, დამთავრებული ჰიპ-ჰოპით. ხმის სისტემა და აკუსტიკა, რომელიც აქ არის, საუკეთესოდ მიიჩნევა. მისი გახსნის დღიდან, კლუბი ლოკალურ დიჯეებს ხშირად უთმობს სივრცეს, მაგრამ, „მტკვარზე“, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დიჯეებიც უკრავენ.

MTKVARZE/მტკვარზე

CAFE GALLERY/კაფე გალერი და დიდი გალერი

„კაფე გალერი“ ცნობილია თავისი მეგობული ატმოსფეროთი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სივრცეა, მთავარი საცეკვაო ოთახი 200-ზე მეტ ადამიანს იტევს. კლუბი მასპინძლობდა Daniel Bell-ს, Tama Sumo-ს, Boo Williams-ს, Lakuti-ს და ა.შ.  რაც შეეხება დიდ გალერის, ის  მსოფლიოს ცნობილ დიჯეების შოუ-პროგრამებს გვთავაზობს.

MZESUMZIRA EZO/მზესუმზირა

„მზესუმზირა“ არ არის კლუბი, არც მუსიკალური ფესტივალი და არც საზოგადოების თავშეყრის ადგილი – „მზესუმზირა“ ყველაფერი ერთადაა. კლუბი დიჯეების ჯგუფმა და უბრალოდ მეგობრებმა, 2014 წელს გახსნეს და მას შემდეგ ისინი თბილისში ყველაზე ფერად, კრეატიულ და მეგობრულ მუსიკალურ ფესტივალებს უძღვებიან. თქვენ შეგიძლიათ წამოიყვანოთ თქვენი შვილები დღის ღონისძიებებზე, თუმცა მზად უნდა იყოთ, იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ყველაზე თავისუფალ და განტვირთვისმოყვარულ ადამიანებთან ერთად მოგიწევთ ცეკვა.

VITAMIN CUBES/ვიტამინი კუბები

მდებარეობს თბილისის ყველაზე პოპულარულ კუს ტბასთან, რომელიც თქვენი შვილებისთვის საუკეთესო ადგილია. „ვიტამინი კუბები“ არის ღია სივრცე, რომელიც მთავარ სართულზე მდებარეობს. ღია სივრცეში გვხვდება 160 განათებული წყლის ავზი. ექსპერიმენტული სცენა, სახელად “Wood”, არის ადგილი, სადაც ადგილობრივი და უცხოელი მუსიკოსები ცოცხლად ურავენ. მუსიკა და ბუნება აქ საინტერესო ატმოსფეროს ქმნის.

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „Georgiastartshere-ის” მიხედვით.

კომენტარები