Background Image

აპრილის ოჯახური დასვენებისთვის „telegraph-ი“ 5 საუკეთესო ადგილს გვთავაზობს

15:03 12 აპრილი, 2018

თუკი აპრილში ისვენებთ და ოჯახთან ერთად მოგზაურობა გსურთ, რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ ქვეყნიდან შორს წახვიდეთ მზიან სანაპიროზე ან მოიწყოთ აქტიური და მხიარული არდადეგები ევროპაში. „telegraph-ი“ გვთავაზობს 5 საუკეთესო ადგილს, სადაც აპრილში ოჯახთან ერთად შეგვიძლია დავისვენოთ.

 

გარანტირებულად მზიანი კანარის კუნძულები

ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მზიანი დასვენებისთვის კანარის კუნძულებია. აქ ბავშვებზე ორიენტირებული სასტუმროებია, ასევე სასიმღერო და საცეკვაო საბავშვო კლუბები და სპა. კუნძულზე არის ვილები, რომლებიც უზრუნველყოფილია ჩვილებისთვის, მოზრდილებს კი, სხვადასხვა მომსახურებასა და პაკეტს სთავაზობენ.

 

ადრეული გაზაფხული კვიპროსზე

ცივი ზამთრის შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო კლიმატი კვიპროსზე დაგვხვდება, სადაც დღის განმავლობაში მზე 9 საათი ანათებს. აქ ველური ყვავილები ხარობს. პიკის სეზონამდე ოპერატორები საუკეთესო პაკეტებს გვთავაზობენ. პაფოსი ძირითადი კურორტია, ჩრდილოეთ სანაპირო კი ადგილი, სადაც შეგიძლიათ აღნიშნულ პაკეტებს გაექცეთ.

 

კარიბის კუნძულები

 

აპრილი საუკეთესო თვეა იმისთვის, რომ კარიბის კუნძულებზე იმოგზაუროთ. ეს არდადეგები საშუალებას მოგცემთ გაატაროთ უამრავი დრო სანაპიროზე და განიტვირთოთ. რეგიონმა მძიმე დარტყმა მიიღო, როცა ორი ჰურიკანმა გადაუარა, თუმცა კუნძულის 70%-ზე მეტი კვლავ „ღიაა“. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ კუნძულ ნევისს, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ  გოლფი და დაკავდეთ წყლის სპორტით.

 

იაპონური კულტურა

აღდგომის დღესასწაულის ხანგრძლივი არდადეგები შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ „კულტურული“ მოგზაურობა მოიწყოთ. მანამ, სანამ ზაფხულის ცხელი დღეები დადგება, ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ წახვიდეთ იაპონიაში და იაპონურ კულტურას ეზიაროთ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ექსპერტების გზამკვლევებს, სადაც ისინი გირჩევენ, თუ როგორ გაატაროთ დრო საუკეთესოდ იაპონიაში.

 

მზე, გართობა და ფილმები

თუ თქვენ გიყვართ მზე, თემატური პარკები, მონუმენტური ლანდშაფტები, ფიტნესი და კულტურა, კალიფორნიაში მოგზაურობის დროა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ „დისნეილენდი“ არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ შესანიშნავი დრო გაატაროთ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმები და დაგეგმოთ საინტერესო აქტივობები.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „telegraph-ის“ მიხედვით.

კომენტარები