Background Image

თურქული კომპანია „STARWOOD” საქართველოში ადგილობრივებს დაასაქმებს

11:32 13 აპრილი, 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სამუშაო ვიზიტით თურქეთში, ქალაქ ბურსაში იმყოფებოდა, სადაც ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია „STARWOOD-ის” ხელმძღვანელობს შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან მერქნული რესურსით (ნარჩენი, ძირნაყარი) საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფის შემთხვევაში, კომპანია „STARWOOD-ი” საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე დააარსებს, სადაც,ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. მიღებული პროდუქციის (DSP, MDF, ლამინატი) რეალიზაცია ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელდება, ასევე პროდუქციის ნაწილი გავა ექსპორტზე.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბურსას სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. სატყეო სააგენტო 761 597 ჰა ტყის ტერიტორიას მოიცავს, შედგება 7 სატყეო უბნისგან, ტყეების წლიური შემატება შეადგენს დაახლოებით – 2,0 მლ კბ.მ, ხოლო წლიური ხე-ტყის დამზადება წარმოებს დაახლოებით – 1,2 კბ.მ-ს ოდენობით.

სოლომონ პავლიაშვილმა ბურსას სატყეო სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

 

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

კომენტარები