Background Image

თუ საყიდლებზე სიარული გიყვართ, ამ 10 ქალაქს უნდა ეწვიოთ

13:31 14 აპრილი, 2018

ყველა ქალაქს აქვს „საშოპინგო“ ადგილები. აქ ფართო არჩევანი, ფასები და ატმოსფეროა. სწორედ ამ კრიტერიუმებით ხდება მათი შერჩევა. იპოვეთ საუკეთესო ტანსაცმელი,  აქსესუარები და სხვა ნივთები „შოპინგის სამოთხეში“. „escapehere“ გვთავაზობს 10 ქალაქს საყიდლებისთვის:

1) ნიუ-იორკი

ნიუ-იორკი ცნობილია მაღაზიების ფართო არჩევანით, „აუთლეტებითა“ და სპეციალური მაღაზიებით. მანჰეტენზე სიარულისას, თქვენ ყველაფრის ყიდვას შეძლებთ, ჯინსით დაწყებული იტალიური საათებით დამთავრებული. თქვენ მაღაზიებს ყველა კუთხეში ნახავთ – ფასები ხელმისაწვდომია.

 

2) პარიზი

პარიზი ცნობილია თავისი სტილითა და დიზაინერების მაღაზიებით. შედით ნებისმიერი მაღალი დონის მაღაზიაში და თქვენ თვალწინ შესანიშნავი სურათი გადაიშლება: სამკაულები, ფეხსაცმელები, დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი. თქვენ შეგიძლიათ შეიაროთ მონმარტის ბუტიკებშიც. ზოგიერთი მათგანი უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და თაობებს უნარჩუნებს სტილს. თუ თქვენც გსურთ ამ სტილსა და ისტორიას გაეცნოთ, პარიზს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

 

3) სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკოში თქვენ დაგხვდებათ როგორც დიდი სავაჭრო ცენტრები, ასევე დამოუკიდებელი დიზაინერების მაღაზიები.  “Westfield-ი” ეწოდება სავაჭრო ცენტრს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი თუ აქსესუარები. აუცილებლად უნდა შეიაროთ “Fillmore -შიც”, სადაც უამრავი მაღაზია დაგხვდებათ.

 

4) ლონდონი

ლონდონში არის ყველანაირი მაღაზია, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, როგორც დაბალფასიანი, ასევე მაღალფასიანი. აქ თქვენ ყველაფერს იპოვით, რასაც ეძებთ. თქვენ გადააწყდებით სიურპრიზებს ლონდონის კულტურულად მრავალფეროვან  ბაზრობებსა და მაღაზიებში. ეწვიეთ “Liberty Mall-ს” და საუკეთესო “საშოპინგო” გამოცდილებას მიიღებთ.

 

5) მოსკოვი

თუ ფუფუნებას ეძებთ, მოსკოვი თქვენ გელოდებათ. თუ ქალაქის ცენტრში გაივლით, უამრავ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მაღაზიას გადააწყდებით. მოსკოვი შესანიშნავი არჩევანია ძვირადღირებული საყიდლებისთვის.

 

6) დუბაი

დუბაის სავაჭრო ცენტრი აშენდა იმ მიზნით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი ყოფილიყო. მათ ტურისტების მოსაზიდად რაღაც გრანდიოზული სჭირდებოდათ. ეს ცენტრი სავსეა შადრევნებით, კაფეებითა და მაღაზიებით. თქვენ აქ მუსიკალური ფესტივალები და გრანდიოზული ფასდაკლებები დაგხვდებათ.

 

7) ბარსელონა

საყიდლების მოყვარულთათვის, ბარსელონას შესანიშნავი არჩევანი აქვს. აქ არის სავჭრო ცენტრი, სადაც ისეთ ნივთებს შეიძენთ, რომელსაც ნებისმიერი ბიუჯეტი გაწვდება. აქ ასევე შეხვდებით ბუტიკებსა და “აუთლეტებს”.

 

8) ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი საერთაშორისო მყიდველებს საუკეთესო და ხელმისაწვდომ მაღაზიებს სთავაზობს. ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში თქვენ ნახავთ როგორც ცნობილი ბრენდების, ასევე ადგილობრივი დიზაინერების მაღაზიებს და ნივთებს საუკეთესო ფასად შეიძენთ. ადგილობრივებთან ერთად, საყიდლებზე შეგიძლიათ “აუთლეტებსაც” ეწვიოთ.

 

9) ტოკიო

ტოკიოს “აუთლეტი” საკმაოდ მრავალფეროვანია. თქვენ ნახავთ ფრანგულ ნაწარმს გერმანელი დიზაინერის მაღაზიის მოპირდაპირედ. აქ შეგხვდებათ ყველაფერი, რაც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება. მართალია ფასები მაღალია, თუმცა იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით.

 

10) ბერლინი

ბერლინში შეგხვდებათ როგორც დამოუკიდებელი “აუთლეტები”, ასევე მაღალი დონის საცალო ვაჭრობის მაღაზიები. ისინი სავსეა დახვეწილი დიზაინის მაისურებით, ქუდებითა და ფეხსაცმელებით. ბერლინის სავაჭრო ცენტრი მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა, ასე რომ ის საყიდლების მოყვარულთათვის შესანიშნავი არჩევანია.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “escapehere.com-ის” მიხედვით.

კომენტარები