Background Image

რჩევები მოგზაურებს – ის, რაც “All-Inclusive” კურორტების შესახებ უნდა იცოდეთ

12:07 18 აპრილი, 2018

All-Inclusive, იგივე სრული მომსახურების კურორტები, ტურისტებს ბევრ რამეს სთავაზობენ: საკვებს, სასმელს, ფრენბურთის თამაშს, დისკოთეკაზე ცეკვას, აუზს და ა.შ – ეს ყველაფერი კი საკმაოდ დაბალ ფასად. ეს  საკმაოდ კარგად ჟღერს, თუმცა არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ ამ მომსახურებით ისარგებლებთ. “escapehere-ი” რამდენიმე რჩევას გვაძლევს.

 

All-Inclusive ზოგჯერ ყველაფერს სულაც არ მოიცავს:

თავდაპირველად, all inclusive კურორტები ბევრ მომსახურებას გვთავაზობენ, თუმცა როდესაც დანიშნულების ადგილას ჩავალთ, აღმოჩნდება, რომ პაკეტი ყველაფერს საერთოდაც არ მოიცავს. უმაღლესი ხარისხის ლიქიორები, სპა, ბასეინი – აქ ყველაფერია, მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ისინი დამატებითი თანხის გადახდას მოგთხოვენ, თანაც იმ მომსახურებებისთვის, რომლებიც მათი თქმით, all inclusive-ში შედიოდა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ საკვები, სასმელი და საცხოვრებელი თითქმის ყველგან ნამდვილად შედის აღნიშნულ მომსახურებაში.

 

ოთახი:

თქვენ ფერად, სამოგზაურო ჟურნალებს ათვალიერებთ, ინახავთ ლამაზი ოთახების ფოტოებს, რომელსაც უნდა ეწვიოთ – არ მოტყუვდეთ. ვებ-გვერდებზე სტანდარტული ნომრის ფოტოები იშვიათად დევს. ხშირად, ბევრი გვერდის გახსნა გვიწევს იმისთვის, რომ სასურველ ფოტოს მივაგნოთ და მათ ეს ძალიან კარგად იციან. იმისათვის, რომ არ მოტყუვდეთ, აუცილებლად წაიკითხეთ იმ ხალხის გამოხმაურებები, რომლებსაც კონკრეტული მომსახურების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება უკვე აქვთ.

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩაკეტილ სივრცეში:

თითქმის ყველა all-inclusive კურორტის ისევ all-inclusive კურორტითაა გარშემორტყმული. თქვენ აქ ადგილობრივ მაღაზიებს ან რესტორნებს ვერ ნახავთ. კურორტი თვითონ გვთავაზობს საკუთარ რესტორანსა თუ მაღაზიას. ისინი სტუმრებს იმასაც კი ეუბნებიან, რომ კურორტიდან გასვლა საშიშია, რადგან სურთ, რომ დამსვენებლებმა ფული კურორტზე დაიხარჯონ და არა მის გარეთ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ასეთ კურორტზე მიდიხართ, ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად არ ეხმარებით.

 

არ ელოდოთ მაღალი დონის რესტორნებს:

იაფიანი all-inclusive კურორტების რესტორნები საუკეთესო კერძებს არ გვთავაზობენ და გვეუბნებიან: “ჩვენ გთავაზობთ იმას, რაც თქვენს მომსახურებაში შედის და რისი თანხაც უკვე გადახდილი გაქვთ”. ასე რომ, არ ელოდოთ ისეთ კერძს, რომელიც თქვენზე შთაბეჭდილებას მოახდენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ისეთი all-inclusive კურორტები, სადაც ძალიან კარგი რესტორნებია, თუმცა ხშირად,  დამატებითი თანხის გადახდა გიწევთ. თუ თქვენთვის საკვები ბევრს ნიშნავს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად გაეცანით გამოცდილი ხალხის რეკომენდაციებს კურორტის შესახებ.

 

თანხა უკან არ ბრუნდება:

ცხოვრებაში არსებობს ბევრი რამ, რაც კონტროლს არ ექვემდებარება, მათ შორისაა ამინდიც. მაგალითად, კარიბის კუნძულებზე მაისიდან ოქტომბრამდე ქარიშხალი საკმაოდ ხშირადაა. ცუდი ამინდის დროს, all-inclusive კურორტები დამსვენებლებს ბევრს ვერაფერს სთავაზობენ. თუკი არ გაგიმართლებთ და ამინდი ხელს შეგიშლით, ისინი თანხას უკან არ დაგიბრუნებენ.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “escapehere-ის” მიხედვით.

 

 

 

 

 

კომენტარები